პარლამენტის ვიცე სპიკერი გუბაზ საიკიძე პრეზიდენტის მიერ 13 მარტს დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმრავლეობის არმისვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან სიურპრიზების ბრალი იყო:
„საპარლამენტო უმრავლესობა არ მივიდა იმიტომ, რომ პრეზიდენტისგან ახალ-ახალი სიურპრიზები მივიღეთ! ნაციონალებს შეხვდება თუ „თავისუფალ დემოკრატებს“ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ჩვენ არ გვეძახის და არც ვხვდებით, რაც , ასევე მისი არჩევანია.
როგორ არის იცით? გიორგი მარგველაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლეოსბის შეხვედრაზე დაბარება ცოტა სხვანაირ სახეს იღებს- აი, დავიბარე და თუ მოვიდნენ, გამარჯვებული ვარ და თუ არ მოვიდნენ, ცუდ ბიჭებად გამოჩნდებიანო ე.ი პრეზიდენტი მარგველშვილი სათავისოდ წაუგებელ თამაშს თამაშობს და ეს სწორი არ არის.
მარგველაშვილი ცდილობს დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, მაგრამ რა გამოუვა, არ ვიცი! მე სულაც არ მინდა, ამ ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა გაწყალდეს, მაგრამ გიორგი მარგველაშვილის სიტყვა და გადაწყვეტილებები ნამდვილად გაწყალების გზაზე დგას.“- აცხადებს გუბაზ სანიკიძე
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






