უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ძალიან სერიოზულადაა მომზადებული და მოხსენება მთავრობისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.
რაც შეეხება დებატებს, იმერლიშვილის თქმით, ეს საკიტხი ბიუროს გადასაწყვეტია.
"პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული. პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. რაც შეეხება სტუმრებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან, წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ვერ გეტყვით ჩამოვლენ თუ არა მთავრობის წევრები. თუმცა ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მიმართვას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - განაცხადა იმერლიშვილმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






