მე ვარ კვოტების წინააღმდეგი, მაგრამ ვარ თანასწორობის მომხრე - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 12:47, 16 Mar, 2015     1451
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მათ შორის საქართველოს პრეზიდენტად და პარლამენტის თავმჯდომარედ ქალების ყოფნას მიესალმება. აღნიშნული კომენტარი უსუფაშვილმა პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტად ქალის არჩევას მიესალმებოდა.

როგორც “რედისონში“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე გამართული შეხვედრისას უსუფაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბალანსის დაცვა აუცილებელია.

„მინდა მივმართო ყველა თანამდებობის პირს, საკადრო გადაწყვეტილებებისას მათ დაიცვან ბალანსი. მე ვარ კვოტების წინააღმდეგი, მაგრამ ვარ თანასწორობის მომხრე. თუ ვხედავ, რომ კვოტების გარეშე ვერ მიიღწევა თანასწორობა, მაშინ ვხდები კვოტების მომხრე. დარწმუნებული ვარ, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა. ქალები პარლამენტში, არასამთავრობოებში და სხვადასხვა თანამდებობებზე მათი საქმიანობა არის ძალიან საჭირო.

მაგრამ პარლამენტში მეტი ქალი არ ნიშნავს ურეაგირებო მდგომარეობას. ეს ნიშნავს კატორღულ შრომაში მათ ჩაბმას. აუცილებელია, ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკურ პარტიათა შორის კონსულტაციები“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტის და პარლამენტის სპიკერის თანამდებობებზე ქალების არჩევის საკითხზე პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ხუმრობით რეპლიკებიც გაცვალეს :

პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე პარლამეტის სპიკერს რიგგარეშე სესიის მოწვევა შესთაცაზა: "შემიძლია ამ თემაზე პარლამენტის რიგგარეშე სესია მოვიწვიო, თუკი საკითხის პარლამენტში გატანა გსურთ" - მიმართა მარგველაშვილმა უსუფაშვილს.

რის საპასუხოდაც უსუფაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები შეახსენა-"თქვენ ამისთვის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაგჭირდებათ, ამაზე უფრო იფიქრეთ და მაშინ ბევრ რამეზე შევთანხმდებით"- განაცხადა უსუფაშვილმა.

სასტუმრო „რედისონში“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ისახავს მიზნად.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42