კარგი იქნება თუ საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი ქალი იქნება- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:33, 16 Mar, 2015     1508
სასტუმრო „რედისონში“ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის შესახე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იქნება.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგა საქართველოში უფრო კონკურენტულ გარემოს შექმნის.

"ჩვენ ვაგრძელებთ იმ პროცესს, რომელშიც დიდი ხანია აქტიურად ვმონაწილეობთ. პროცესის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: ქართულ სახელმწიფო სისტემაში, ქართულ რეალობაში ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული მაღალ თანამდებობებზე. დღევანდელი წარმომადგენლობით შეხვედრა მიქმნის იმის განცდას, რომ ამაზე საქართველოში მნიშვნელოვანი კონსენსუნსი შემდგარია. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ამ პროცესში, რომლის გამოყოფაც და ხაზგასმაც მინდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ერთი რამ - ის, რომ ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში, ის რომ მეტი ქალი უნდა იყოს წარმომადგენლობით ორგანოებში, ისევე როგორც აღმასრულებელ სისტემაში, ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ გამოგვიგონია. არის ჭეშმარიტებები, არის ცოდნა, რომლითაც კაცობრიობა უკვე მდიდარია და ამ ცოდნის, ამ მონაცემების და კვლევის საფუძველზე ჩვენ ნათლად ვხედავთ სურათს, რომ ქვეყნებში სადაც ქალთა მონაწილეობა მაღალია, ბევრად უფრო სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე, მათ კვალიფიციურ გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და ეს არის ფაქტობრივი რეალობა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სტატისტიკური დონე, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და განაპირობებდა უფრო აქტიურ, უფრო მშვიდობიან და უფრო მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას. განვითარებული ქვეყნების მმართველობით სისტემებში ქალების წარმოდგენა 40 პროცენტამდეა. სავარაუდოდ, ეს რიცხვი ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ამ პროცენტული მაჩვენებლისკენ დინამიურად უნდა მივისწრაფოდეთ. ჩვენ იმისთვის რომ რეალურად მივიდეთ ამ დონემდე, უნდა შემოვიღოთ კვოტირების სისტემა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ეს აისახოს მომავალ არჩვენებზე, ამაში ვარ დარწმუნებული და მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტს, საზოგადოებას აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კარგი იქნება რომ ქალი იყოს და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები.

ქალების კისერზე გადავიდა ძალიან ბევრი დრამატული პროცესი. ქალები არიან ძალიან აქტიური მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ის, რომ პოლიტიკაში ეს ჯერ ბოლომდე არ არის ასახული, ბუნებრივია, უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42