სამგორის რაიონის გამგეობასთან, სადაც ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობა, დაპირისპირება მოხდა. არასამთავრობოების ნაწილი რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის გადადგომას მოითხოვდა. აღნიშნული აქციის პარალელურად აქციას გამგებლის მხარდამჭერები მართავდნენ.
დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ და „აპრიორის“ წევრები გამგეობის შენობაში შესვლას ცდილოდნენ. მათი თქმით, გამგებლის გადადგმასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა სურდათ. გამგებლის მხარდამჭერებმა მათ შენონაში შესვლის უფლება არ მისცეს.
„კორუმპირებული გამგებელი, რომელმაც 15 ათასი გადაურიცხა ცოლს წავიდეს სახლში. ხუთ მუნიციპალიტეტში 25 თანამშრომლიდან 24 ჩაჭრილია, ჩაჭრილები და ოროსნები წავიდნენ სახლში “, - ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები.
კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდებებს მალევე უპასუხა სამგორის რაიონის გამგებელმა. მამუკა ჩოქურის თქმით, ყველა ბრალდება აბსურდულია.
ამ დროისთვის სამგორის რაიონის გამგეობასთან აქცია დასრულებულია.
მასალის გამოყენების პირობები






