საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარებს ასევე პარტიის ოფისში და დაკითხვა დაშავებული პირვნებების ვინც ცენტრშიიმყოფებოდა.
საგანგებო ბრიფინგი გამართეს ანი ნადარეიშილმა და აკო მინაშვალმა, მათ დაასახელეს აქციის ორგანიზატორების გვარ-სახელები, მათი თქმით, ესენი არიან გუბერნატორის მეექვსე მოადგილე ლაშა გვასალია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ლაშა გოგია, საკრებულოს ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგა ღადუა, გოგა ლუკავა და ა.შ მათ შორის დაასახელეს სოფლის გამგებლები, რომლებიც აქციაზე ჰყავდათ მიყვანილი.
აკო მინშავილისა და ანი ნადარეიშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორი იყო მხარის გუბერნატორი და მომხდარზე პასუხისმგებლობას, ისინი, ლევან შონიას აკისრებენ.
ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ლევან შონიას წარსულიც გაუხსენეს. მათი თქმით, შონია პანკისის სპეცჯგუფის უფროსი იყო და თამაზაშვილთან ერთად აცილებდა ნარკოგადამზიდავებს.
მათივე განცხადებით, დღევანდელი დარბევის მიზანი 21 მარტიის აქცია, სადაც სამეგრელოდან საკმაოდ სოლიდური ძალა ემზადება წასასვლელად - ,,მათი მიზანია, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ აქციაზე ჩასვლაზე უარი თქვან“.
მასალის გამოყენების პირობები






