,,მე მაქვს სერიოზული დეჟავიუ, და მახსენედება 2003 წელი, მაშინ ზუსტად ასეთივე ქვების სროლას და დარბევებს ჰქონდა ადგილი და მაშინაც ამის უკან იდგა ხელისუფლება და უწევდა ორგანიზებას. არაფერი არ არის გასაოცარი, რადგან დღესაც ხელისუფლებაში ადგილობრივ დონეზე და შუა რგოლი, არის ზუსტად ის ხალხი, რომელიც 2003 წელს მოვაცილეთ ყველამ ერთად ხელისუფლებას და ეხლა მოხდა რევანში და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. გარდა იმისა, რომ მათ აქვთ პათოლოგიური შიში, რომ დაკარგავენ თბილ კაბინეტებს, აქვთ ასევე შურისძიების მომენტი, რომ მათ 2003 წელს დაკარგეს ხელისუფლება“ - აცხადებს შაშკინი და დასძენს, რომ ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მისივე თქმით, ასეთი პროცესები დროებითია, ხოლო ,,როცა ხალხი საბოლოოდ გამოფხიზლდება, ეს პატარა ჯგუფები მის აღმატებულება ხალხს ვერ დააშინებს, ეს არის შეუძლებელი“.
შაშკინი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის პროკურატურის მიერ ახალი ბრალის წაყენებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რეაქცია ლოგიკური იყო ევროპისა და ვაშინგტონის მხრიდან. შაშკინი დარწმუნებულია, რომ ასეთივე რეაქცია მოჰყვება საქრთველოს პარტიორების მხრიდან დღევანელ ინციდენტს, რაც არასასურველი შედეგის მომტანია ქვეყნის საერთშორისო იმიჯის თვალსაზრისით.
,,ძალიან აკრგი განცხადებები გაისმა როგორც ევროპიდან, ისე ვაშინგტონიდან იმ ახალ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც აღძრეს მხოლოდ იმ მოტივით, რომ უგულავა არ გამოუშვან ციხიდან. 9 თვის განამვლობაში ვერაფერი დაუმტკიცეს და ახლა ხელოვნურად შექმნეს იურიდიული კაზუისტიკის გამოყენებით სიტუაცია, რომ უგულავა დარჩეს ციხეში, განცხადებების მეორე სერია ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება დღევანდელ მოველნასთან დაკავშირებით. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაფერ კარგს არ მოუტანს ქვეყანას“ - აცხადებს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






