,,გააჩნია ვინ გიწვევს... დაუნახავი ადამიანები, დამნაშავე პოლტიკური რჟიმის შემადგენელი ნაწილები. ამათ ხელის დაქნევაზე არ ვაპირებ მისვლას, ყველაფერს აქვს თავის დრო და პროცედურები“ - აცხადებს ნარმანია. მისი თქმით, თბილისის მერი წელიწადში ერთხელ უნდა წარსდგეს ანგარიშით საკრებულოში და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აპრილის პირველ კვირაში მისვლა.
,,აპრილის პირველ კვირას უნდა მივიდე და არა ისე როგორც გაუხარდება ელისაშვილს და ,,ნაციონალური მოძრაობას“. საკრებულოს პროცედურებს მე ისინი ვერ მასწავლიან, კარგად ვიცი წესები, მე პატივს ვცემ საკრებულოს უმრავლესობას, მათი მოწვევით აქამდეც ვყოფილვარ, ბიუჯეტის დამტკიცების დროს, უშუალოდ მე წარვადგინე. ძალინ ბევრი საქმე მაქვს და ყოველღე ვერ ვივლი. ამიტომ, წელიწადში ერთხელ გავაკეთებ ვრცელ ანგარიშს“ - განაცხადა თბილისის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






