,,სანიკიძემ 1000-ზე მეტ მასწავლებელს შეურაცხყოფა მიაყენა“ - შაშკინი სანიკიძეს სიცურეში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 20:21, 14 Mar, 2015     3545
რა რეფორმებს გეგმავს განათლების სამინისტროს არაქართულენოვან სკოლებთან დაკავშირებით, რატომ აცხადებს მინისტრი, რომ ბილინგური სწავლება არ იყო კარგი და როგორი იქნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა.

რას პასუხობს წინამორბედი სანიკიძის განცხადებას, რომელიც აბობს, რომ რეალური რეფორმა მხოლოდ 2013 წელს დაიწყო, მანამდე კი ის არ ხორციელდებოდა.

თამარ სანიკიძე ,,სამხრეთის კარიბჭესთან“ ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ არაქართულენოვანი სკოლების პროგრამები ახალმა ხელისუფლებამ 2013 წელს აამუშავა, ხოლო მანამდე ის რეალურად არ მოქმედებდა. სანიკიძე, მანამდე არსებულ ბილინგურ პროგრამას იწუნებს და მას ,,ერთი ადამიანის კაბინეტში გადაწყვეტილს“ უწოდებს.

,,არ შეიძლებოდა ასეთ გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა კარგი შედეგი. ნამდვილად არ არის ის მეთოდოლოგია ეფექტური რაც დაინერგა და ამიტომ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ეს თემა მუშავდება დეტალურად. თითქმის დასრულებულია ამაზე მუშაობა და ძალიან მალე ვეტყვით საზოგადოებას, როგორი იქნება ბილინგვური სწავლება, ბილინგვური იქნება თუ სხვა მეთოდოლოგიით. ცოტა უფრო მეტი დეტალებით, მოგვიანებით შემიძლია ამ თემას დავუბრუნდე და გითხრათ ზუსტად როგორ წარიმართება ახლებურად“ - აცხადებს მინისტრი.

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სანიკიძემ ისიც კი არ იცის თუ რას ნიშნავს ბილინგური სწავლება. დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ სანიკიძემ შეურაცხყოფა მიაყენა 1000-ზე მეტ ახალგაზდას, რომელიც ჩადიოდა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და ქართულ ენას ასწავლიდა იქ აზერბაიჯანელ და სომეხ ბავშვებს, ,,თურმე ისინი არაფერდს აკეთებდნენ! მათ საცხოვრებელი დატოვეს და ისეთ სოფლებში იყვნენ, სადაც სანიკიძე არც ჩასულა და არც იცის, რომ ასეთი სოფლები არსებობს. ამის არქივებიც არსებობს და ნახოს მინისტრმა მოქმედებდა თუ არა ეს პროგრამა“ - ცხადებს ყოფილი მინისტრი.

შაშკინის თქმით, 2 წლის განმაბლობაში, როცა კითხვები ისმებოდა, თუ რატომ გაჩერდა არაქართულენოვანი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების პროგრამა, სამინისტრო, შაშკინის განმარტებით, უარყოფდა და ამბობდა, რომ რეფორმა მიმდინარეობს და არ გაჩერებულა, ,,დღეს კი გამოდის მინისტრი და თავად აღიარებს, რომ თურმე ეს ყველაფერი არის გაჩერებული და მას არ მოსწონს ბილინგური სწავლების მეთოდი“ - დასძენს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ ბილინგური პროგრამა არის განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული და მის დანერგვაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოწვეული უცხოელი სპეციალისტები.

,,სანიკიძე ამბობს, რომ თურმე არაფერი ამ კუთხით გაკეთებული არ იყო, და თქვენ წარმოდგინეთ, მის მამართ კეთილგანწყობილმა ჟურნალისტმაც კი ვერ მოითმინა და კითხა, რომ ეს რეფორმა ხომ ტარდებოდაო? რაზეც სანიკიძე პასუხობს, რომ ის თურმე ქაღალდზე ყოფილა და მან აამუშავა. ორი წლის განმავლობაში, მე პირადად ვსაუბრობ იმაზე, რომ ყველა არაქართულენოვან სკოლებში არის გაჩერებული ბილინგური პროგრამა, რაზეც სამინისტრო ამბობდა, რომ ეს ასე არ არის. ახლა კი პირდაპირ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ ეს გაჩერებულია და თურმე მას არ მოსწონს. სანიკიძე აზრზე არ არის რა არის ბილინგური სწავლება, ახლოსაც არ გაუვლია ამ თემასთან. ბილინგური სწავლების სისტემით, გარდა იმისა, რომ შენ ბავშვებს ასწავლი ქართულ ენას, ამავდროულად საგნებს ასწავლი ქართულად, რაღაც პროცენტს უკითხავს ქართულად, რაც მათში ავითარებს უნარს, რომ მიიღონ ინფორმაცია ქართულად. ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. ჩვენ ამისთვის ჩამოვიყვანეთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც ამ პროგრამის გაწერაში მონაწილეობდნენ. პირობითად, ბუნებაში 2/3 იყო აზერბაიჯანულად და და 1/3 იყო ქართულად და ბავშვი, გარდა იმისა, რომ სწავლობდა ბუნებას, პარალელურად ქართულს სიტყვებს სწავლობდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გზა, როგორ ისწავლო ენა. 2 წელი უნამუსოდ, თვალებში გვიყურებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი მიმდინარეობს. ახალ თავად ამბობს, რომ არის გაჩერებული და მუშეობენ ახალ რეფორმაზე. ამ ყველაფრის ჩაგდებაზე პასუხისმგებელია მავნებელი სანკიძე“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შაშკინი მასწავლებეთლა პროფესიული განვითარების ახალ სქემასაც აფასებს და მას ,,ბოდვას“ უწოდებს, რომლის განხორიცელების შემთხვევაშიც, შაშკინის თქმით, სკლებში კვლავ დაბრუბდება კორუფცია და ნეპოტიზმი.

თავად სანიკიძე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე საუბრისას განმარავს, რომ სექმა 4 კარიერულ საფეხურს გულსხმობს, მისი თქმით ,,თითოეულ საფეხურზე გათვლილია შესაბამისი დრო და დადგენილია შესაბამისი აქტივობები, რომელსაც აქვს თავისი შეწონილი კრედიტები.“

მინისტრის განცხადებით, ახალი სექმის მიხედვით არსებობს შიდა და გარე შეფასება, მისი თქმით, შიდა შეფასება არის სავალდებულო პრაქტიკოსი მასწავლებლის დონეზე, გარე დაკვირვება არის უკვე მეორე საფეხურზე. გარე შეფასება, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მასწავლებლის მიერ ჩატარებული ვიდეოგაკვეთილი, რომელსაც ის თვლის, რომ არის მისი საუკეთესო გაკვეთილი. ამ გაკვეთილს ჯერ შეაფასებს სკოლაში შეფასების ჯგუფი, შემდეგ მოხდება კოლეგიური შეფასება სხვა სკოლაში. ეს ორივე შეფასება თავს მოიყრის გარე შემფასებელთან და გარე შემფასებელი გააკეთებს ანალიზს. რამდენად ადეკვატურად არის შეფასებები.

თუ არ დაემთხვა გარე და შიდა შეფასება, სკოლას მიეცემა რეკომენდაცია ხარვეზების გამოსასწორებლად. მასწავლებელი კი კიდევ გაივლის შეფასებას ინდივიდუალური განვითარების გეგმის ფარგლებში.

დიმიტრი შაშკინი განათლების სამინისტროს ამ რეფორმას საკანონმდებლო დონეზე აყვანილ კორუფციას უწოდებს

,,ის, რომ სანიკიძე არის მავნებელი მინისტრი, უკვე მთელ საზოგადოებაში ამზე სრული კონსენსუსია და ყველა აღიარებს, რომ ამ პოსტზე სანიკიძე დაკავებულია მხოლო საქმის გაფუჭებით.

ეს არის ბოდვა, რომელიც მინისტრმა მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ისაუბრა. ეს სისტემა ღმერთმა არ ქნას რომ ამუშავდეს, მაგრამ მისი ამუშავების შემთხვევაში სკოლებში იქნება საკანონმდებლო დონეზე აყვანილი კორუფცია. ეს იგივე იქნება, რაც სანიკიძემ დააბრუნა სკოლებში, როცა ბავშვები საატესტატო გამოცდებს საჩუქრების სანაცვლოდ აბარებენ, იგივეს ნერგავს ეხლა სანიკიძე მასწავლებლების მიმართ. ეს არის მთელი განათლების სისტემის პროფანაცია, რაც ვაკეთეთ ამდენი წელი, ის ამას ახალი რეფოფრმით ანადგურებს“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42