იქ მიმსველები არ ელოდნენ როლანდ ახალაიას გამოსვლას. როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილიდან აცნობეს, ოჯახიდან გამოვიდნენ როლანდ ახალაია და მისი მეუღლე და ყველა შეკითხვას უპასუხეს. სოსო ლაგვილავას თქმით, ახალაიები და სააკაშვილი 21 აპრილის 90-იანი წლების მოწყობას აპირებენ, და სწორედ ამის გამო იყვნენ იქ მისული. ახალაიამ მას შეახსენა, რომ 90-იან წლებში ის ჯერ იყო გამსახურდიას მხარდამჭერებში და ასევე მხედრიონში, რაზეც ლაგვილავას პასუხი არ გაუცია. ,,თქვენნაირებმა მიატოვეს ზვიად გამსახურდია და თავის მოსაკალავად გაიმეტეთ, შენ და შენნაირებმა“ - მიმართა ახალაიამ ლაგვილავას. ხოლო ლაშა გვასალიას როლანდ ახალაიამ მისივე სიტყვები შეახსენა, როცა ის წინა ხელისუფლების პირობებში როლან ახალაიას კრიმინალთან მებრძოლს და მისი იდეალს უწოდებდა. აქციაზე ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დაპირისპირებას. სოსო ლაგვილავა აცხადებდა, რომ როლან ახალაიას სახლში 70 მეტრიანი ჭა ჰქონდა გათხრილი, რომელსაც მეორე ქუჩის ბოლოს ჰქონდა გასასვლელი, ლაგვილავას თქმით, ისინი ამის გასაპროტესტებლადაც იყვნენ მისული, როლანდ ახალაიამ ლაგვილავა სახლში შეიპატიჟა და დათვალიერება მოსთოხვა, აღმოეჩინათ სად იყო ეს ჭა, რაზედაც ლაგვილავამ უარი თქვა.
როლანდ ახალაიას სახლთან იმყოფებოდნენ ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც, დეპუტატ აკო მინაშვილის თქმით, ხელისუფლება დაქირავებული ტიტუშკებით ცდილობს ამ ტიპის პროვოკაციების მოწობას, ,,ასეთი ხელსუფლების საქმე წასულია ხელიდა... თუ რამე პროეტენზიები ჰქონდათ, მოსულიყვნენ პარტიაში, მაგრამ ვერ გაბედეს და მივიდნენ ორ ასაკოვან ადამიანთან" - განაცხადა აკო მინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
როლანდ ახალაიას სახლში ხელისუფლებსი წარმომადგენლეთა მისვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც.
,,დღეს გვქონდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისში უნდა მოვარდნილიყვნენ ხელისუფლების ტიტუშკები, მაგრამ ვინაიდან შტაბში ბევრი ხალხი შევიკრიბეთ, ვერ გაბედეს მოსვლა და მივიდნენ ჩემს ოჯახში - როლანდ ახალაიას სახლში. მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როდესაც როლანდ ახალაია გამოვიდა მათთან და კითხა რა გნებავთ, რისთვის მოხვედითო. აი იქ ჩაიგდო ყველამ ერთად ენა.
მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის? უბრალო "გამწარებული" ხალხი კი ვერ მივიდა (ვინაიდან აქ ესეთები არ არსებობენ) არამედ საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია, საკრებულოს წევრი სოსო ლაგვილავა, მერიის თანამშრომელი თაზო ფაცაცია, მერიის თანამშრომელი თენგო აბულაძე, საკრებულოს წევრი გოგა ღადუა, საკრებულოს წევრი მერაბ ხვიჩია და მერიის სხვა თანამშრომლები, სულ 25 კაცი.
პ.ს. აი ასეთი ვითარებაა სამეგრელოში, ყველა მოდის 21 მარტს თბილისში საკრებულოს თავმჯდომარის და თანამშრომლების გარდა :)))“ - წერდა ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






