მოტყუებული მოსწავლეები - პოლიტიზირებული ფილმის ჩვენება ზუგდიდში
პოლიტიკა - 18:27, 14 Mar, 2015     3800
დღეს ზუგდიდში კომბინატის კულტურის სახლში ფილმის ჩვენება მოაწყვეს, სადაც დაახლოებით 500-მდე ადამიანი იყო მიყვანილი. როგორც ,,ნიუპოსტს“ ადგილიდან აცნობეს, ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მოსახლეობა არ დასწრებია, ძირითადად წარმოდგენილი იყვნენ სამეგრელოს რეგიონის სკოლის დირექტორები, პედაგოგები და საჯარო მოხელეები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეები და ქალაქის მერი.

ფილმზე, რომელსაც ჰქვია ,,სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი“, ასევე ჩამოყვანილი ჰყავდათ 10-11 კლასის მოსწავლეები. კულტურის სახლში მოსწავლეების მიყვანამ აჟიოტაჟი გამოიწვია, რის გამოც, ფილმის ჩვენების ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, რამდენიმე მიკროავტობუსი უკან გაებრუნებინათ.

,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დაახლოებით 400-მდე ბავში იყო ჩამოყვანილი. თითოეული მათგანი ადასტურებდა, რომ მოატყუეს პედაგოგებმა, მათ არ იცოდნენ, რომ ისინი ფილმის - ,,სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი“ საჩვენებლად იყვნენ ჩამოყვანილი, ისინი გააფრთხილეს კალსის დამრიგებლებმა, რომ მათი წასვლა სავალდებულო იყო, რადგან ეს ეხებოდა არასამთავრობოების მიერ გადაღებულ ფილმს საქართველოს განვითარებაზე. მოსწავლეების ნაწილს კი განუმარტეს, რომ იმართებოდა კონცერტი და ქორეოგრაფიული ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას. ადგილზე მისულ მოსწავლეებს სულ სხვა სურათი დახვდათ. ჟურნალიტების კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ იქ, პედაგოგები მოსწავლეებს ხელით უჩვენებდნენ, რომ არაფერი ეთქვათ, ხოლო ზოგ მათგანს კი პირადად აფრთხილებდნენ. ერთი მოსწავლე აცხადებდა, რომ პედაგოგმა დაავალ იქ მისვლა და არ აპირებდა ამ ფილმის ჩვენებაზე დასწრებას.

კითხვაზე, თუ რატომ გახდნენ იძულებული ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეები წამოეყვანათ, პედაგოგები აცხადებდენ, რომ ისინი დაიბარეს გამგეობაში და ეს იყო სკოლის დირექტორების მითითება. პედაგოგის თქმით, მათ არ იცოდნენ თუ რა შინაარსის ჩვენება გაიმართებოდა. პედაგოგების გადაადგილება უზრუნველყო სკოლის დირექციამ როგორც ფულით, ასევე საწვავით. მათ უთხრეს, რომ საკუთარი ავტომანქანებით ჩასულიყვნენ, რომ საგანგებოდ ჩამოყვანილის იმიჯი არ შექმნილიყო.

ჯერ კიდევ გუშინ, დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებდა ზუგდიდის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ბათლომე შელია. "ჯონი ჯიქია ავრცელებსო ინფორმაციას" და ამ წუთებში გაიგო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ ხვალ ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი... საზოგადოების მაღალი ინტერესიაო და სკოლის პედაგოგები მოსწავლეებით, აიპის თანამშრომლები, ყველა მობილიზებულია. არაა პრობლემა აჩვენეთ ბატონებო. მეც ვაღიარებ რომ იყო გადაცდომები და ყველა უნდა დაისაჯოს ვისაც ხელი წაცდა, მაგრამ მაგ თქვენს ფილმს დაამატეთ რა სახელმწიფო იყო 2003-ში, რა ჩაიბარეთ 2012-ში და რას დაამსგავსეთ დღემდე. თუ არ დაამატებთ, ჩვენ დავამატებთ და იმ შეცდომებთან ერთად ვაჩვენებთ იმ ბავშვებს ვინც იქ მიგყავთ ხვალ... ვაჩვენებთ, რომ მიუხედავად შეცდომებისა ქვეყანა წინ მიდიოდა სწრაფი ტემპით, თქვენ კიდევ 2 წელიწადში უკან დააბრუნეთ 2003-ში...

PS- ვინ მოგთაგოთ და რამდენი მოგთაგოთ?! ყველას გეხებათ ვინც პოზიორობთ და შოუს იქეთ არაფრის მაქნისები არ ხართ...“ - წერდა საკრებულოს დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42