,,დღეს გვქონდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისში უნდა მოვარდნილიყვნენ ხელისუფლების ტიტუშკები, მაგრამ ვინაიდან შტაბში ბევრი ხალხი შევიკრიბეთ, ვერ გაბედეს მოსვლა და მივიდნენ ჩემს ოჯახში - როლანდ ახალაიას სახლში. მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, როდესაც როლანდ ახალაია გამოვიდა მათთან და კითხა რა გნებავთ, რისთვის მოხვედითო. აი იქ ჩაიგდო ყველამ ერთად ენა.
მაგრამ აქ ყველაზე მთავარი იცით რა არის? უბრალო "გამწარებული" ხალხი კი ვერ მივიდა (ვინაიდან აქ ესეთები არ არსებობენ) არამედ საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, ოცნების შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია, საკრებულოს წევრი სოსო ლაგვილავა, მერიის თანამშრომელი თაზო ფაცაცია, მერიის თანამშრომელი თენგო აბულაძე, საკრებულოს წევრი გოგა ღადუა, საკრებულოს წევრი მერაბ ხვიჩია და მერიის სხვა თანამშრომლები, სულ 25 კაცი.
პ.ს. აი ასეთი ვითარებაა სამეგრელოში, ყველა მოდის 21 მარტს თბილისში საკრებულოს თავმჯდომარის და თანამშრომლების გარდა :)))“ - წერს ანი ნადარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






