"ქუცნაშვილმა ჩრდილი მიაყენა ჩემს ავტორიტეტს"- ნინო გვენეტაძე დეპუტატის კითხვებს პასუხობს
პოლიტიკა - 13:34, 14 Mar, 2015     1118

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე ზაქარია ქუცნაშვილის კითხვებს პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გვენეტაძეს ცხრაპუნქტიანი კითხვებით გუშინ მიმართა. კითხვები, ძირითადად, ნინო გვენეტაძის სამოსამართლეო საქმიანობას ეხებოდა.

გვენეტაძის განცხადებით, ქუცნაშვილმა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ანგარიში მოსთხოვა, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

„მის მიერ დასმული ცხრა კითხვიდან, მხედველობაში მაქვს მე-5, მე- 6, მე-7 და მე- 8 კითხვა, მან პირდაპირ მოითხოვა კოლეგიალურად განხილულ საქმეებზე კომენტარებისა და შეფასებების გაკეთება, ანუ მომთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. ჩემი სამოსამართლეო საქმიანობის შესაფასებლად დეპუტატმა თვითშეზღუდვისა და თვითცენზურის კულტურის გარეშე საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული იმპერატიული დათქმა - „არავის არ აქვს უფლება მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“ - დაარღვია. ქუცნაშვილმა ჩრდილი მიაყენა ჩემი, როგორც იმდროინდელი მოსამართლის ავტორიტეტს და სასამართლოს მიუკერძოებლობას“, - განაცხადა გვენეტაძემ.
რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, გვენეტაძე განმარტავს, რომ აღნიშნული საჯარო ინფორმაციაა, თუმცა რამდენიმეს მაინც უპასუხა.

„1999-დან 2005 წლამდე ვიყავი მოსამართლე და ამ პერიოდში კოლეგიური საქმის განხილვის წესით გამამართლებელი განაჩენი ათეულობით მაქვს გამოტანილი. იყო შემთხვევა, როცა საკასაციო პალატამ ჩემი მონაწილეობით თვით უვადო თავისუფლების აღკვეთილ მსჯავრდებული პირიც გაამართლა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვას იმათან დაკავშირებით, თუ ვინ გაუწია რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე, ნინო გვენეტაძემ უპასუხა, რომ მისი კანდიდატურის წარმდგენი მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია იყო.


ნინო ზედგენიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42