ცხინვალთან ე.წ შეთანხმების ხელმოწერის და ჟენევის რაუნდის დამთხვევა გამიზნული შეურაცხყოფაა- დონდუა
პოლიტიკა - 12:37, 14 Mar, 2015     711
„მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოსაწერად ცხინვალის საოკუპაციო რეჯიმის წარმომადგენლების კრემლში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით ეს ნაბიჯი ჟენევის მოლაპარაკებებს მძიმე ფონს შეუქმნის:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთებით აღიქვა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს 18 მარტს უმასპინძლებენ კრემლში, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოსაწერად. იმავე დღეს, დადეგმილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ბუნებრივია, მოსკოვში ხელმოწერის ცერემონიალი მძიმე ფონს შექმნის ჩვენი შეხვედრისათვის. მე გუშინ ვესაუბრე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს, ბატონ ჰერბერტ ზალბერს და გავუზიარე მას ჩვენი გულისწყრომა. მე ვთხოვე ბატონ ზალბერს, თანათავმჯდომარეთა სათანადო რეაგირება მოსკოვის ამ დემარშზე.

მოსკოვის მიერ ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს საქართველოს პოზიციას, რომ ამ ხელშეკრულებებით ხდება ორივე რეგიონის თანდათანობითი ანექსია რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და - განსაკუთრებით - სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუტებში. ის, რომ ჩვენი რუსი კოლეგები ხელმოწერის თარიღს ამთხვევენ ჟენევის მორიგ რაუნდს თავად ჟენევის მოლაპარაკებების და მათი თანათავმჯდომარეების გამიზნული შეურაცხყოფაა. ამგვარი ქცევა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ სამწუხაროდ რუსეთი საკუთარ თავს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მიღმა აყენებს, არამედ მარტივ დიპლომატიურ პროტოკოლსაც აღარ სცემს პატივს.

ამგვარი დემონსტრაციული ქცევა, რუსეთის მეზობლების მიმართ გამოჩენილ აგრესიასთან ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ახსენებდეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს და სამშვიდობო პროცესის შუამავლებს, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო.

ჩვენ მოვუწოდებთ თანათავმჯდომარეებს გააორმაგონ ძალისხმევა, რათა რუსეთმა უპასუხოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს განცხადებას. ძალის გამოუყენებლობა ეს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად.

ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ და სხვა მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ განიხილონ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას განამტკიცებს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და არსის ერთგული, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთ პლატფორმას. ჩვენ მზადა ვართ მშვიდად, ღიად და კონსტრუქციულად განვიხილოთ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ყველა სხვა მონაწილესთან ერთად. ჩვენ მოვუწოდებთ დისკუსიების მონაწილეებს რუსეთიდან, ანალოგიური პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.“- განაცხადა დავით დონდუამ.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42