„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.
როგორც გადაცემა „რეაქციაში“ პეტრიაშვილმა განაცხადა, ამჟამინდელმა მთავრობამ საკუთარი თავი ამოწურა.
„მე ვურჩევდი საქართველოს ფორმალურ მმართველს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ დროზე შემოიყვანოს ახალი ძალა და ახალი სისხლი საქართველოს ხელისუფლებაში, რომ გუნდური პასუხისმგებლობა აიღონ და ერთიანდად იმუშაონ“, - ამბობს პეტრიაშვილი.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში ახალი ძალის მოყვანას აპირებს, პეტრიაშვილი პასუხობს:“ნახევარი საქართველოს საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ცვლილებები განხორციელდება. ამ ხელისუფლებამ მისი ფიქტიური ხელმძრვანელის თაოსნობით საკუთარი თავი ამოწურა. არიან ღირსეული ადამიანები მთავრობაში, მაგრამ არ არის გუნდური მუშაობა. ამიტომ უმჯობესია ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდეს, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის არჩევნებამდე მივიდეს“.
მასალის გამოყენების პირობები






