„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, მათთვის მოულოდნელობა არ ყოფილა გიგი უგულავასთვის, დავით კეზერაშვილისთვის და ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წაყენება.
როგორც ნადირაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, მთავრობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ აგვარებს და ცდილობს წარსულში ქექვით საზოგადოებას სანახაობა აჩვენოს.
„ყველამ იცის, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისი მთავრობის უუნარობის ბრალია, რადგან მთავრობას არ აქვს ძალა გამოასწოროს ის კრიზისი, რომელშიც ქვეყანაშია. ისინი ცდილობენ გაქექონ ძველი თემები და მისცენ ადამიანებს სანახაობა, რათა გაიხანგრძლივონ არსებობა. თუმცა ვარწმუნებ მათ, 21 მარტს როდესაც გამოვა ხალხი ქუჩაში ისინი ამ მეთოდებით ვეღარ შინარჩუნებენ ხელისუფლებას. ბრალის დამძიმება ჩვენთვის მიულოდნელი არ იყო. უგულავამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისთვის ბრალის დამძიმება იგეგემბოდა და რომ ის ივანიშვილის პირადი პატიმარია. ასეც მოხდა. შეშინებულ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა კრიზსში და ჩიხში შეიყვანა, ეშინია უგულავას გარეთ გამოსვლის, მაგრამ მალე იქნება ეს დრო, როცა ეს მათზე აღარ იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პროკურატურა ბრალს დაუმძიმებენ.
მასალის გამოყენების პირობები






