თბილისი ენერგოდამზოგავ გარე განათებაზე გადადის
პოლიტიკა - 19:56, 13 Mar, 2015     1508

თბილისი თანამედროვე, ენერგოდამზოგავ გარე განათებაზე გადადის, რომელიც დედაქალაქს ელექტროენერგიის 60–70 პროცენტიან ეკონომიას მისცემს,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.

საბჭომ მოიწონა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც თბილისის 100 000 სანათის დიოდურ სანათებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, დიოდური სანათი მნიშვნელოვნად დაზოგავს ელექტროენერგიის ხარჯებს, სამჯერ უფრო ეფექტურია განათების თვალსაზრისით და მისი ექსპლუატაციის ვადა 10 წელია.

ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურით ჩანაცვლება ახლო მომავალში რეგიონებშიც განხორციელდება.

„ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებენ სხვა თვითმმართველობები და რეგიონებშიც მოხდება გარე განათების შეცვლა. რაც შეეხება თბილისს, უპირატესობა მიენიჭება ინვესტორს, რომელიც ასევე შემოგვთავაზებს საამწყობო ქარხნის მშენებლობის წინადადებას. აღნიშნული პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. პირიქით, დავზოგავთ ელექტროენერგიას და გარე განათების ექსპლუატაციის ხარჯებს, რომელიც იქნება ინვესტორის მოგება. სამაგიეროდ, ჩვენ დაგვრჩება უკეთ განათებული ქალაქი,“–განაცხადა დავით ნარმანიამ.

მომავალ კვირას თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც ინვესტორთა წინადადებებს განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42