სანამ კონფრონტაცია არ მორჩება, მანამდე ეს ქვეყანა ვერ ამოისუნთქავს - ბარამიძე
პოლიტიკა - 19:42, 13 Mar, 2015     962
„ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა, რაც რიგგარეშე სხდომის ჩაშლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ბარამიძის თქმით, სწორედ მთავრობის უპასუხისმგებლობის და მის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგია დღეს საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა.

"ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური ფაქტორია. იმიტომ რომ ეს მთავრობა ბიძინა ივანშვილთან ერთად მოვიდა იმ ლოზუნგით რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაანგრია ქვეყანა, განსხვავებით გიორგი კვირიკაშივლისაგან რომელმაც აღნიშნა რომ ჩვენ რაღაც გაგვიკეთებია და მზად არის აღნიშნოს ეს. ანუ ჩვენ დავანგრიეთ ქვეყანა, ჩვენ ვართ ხალხის მტრები და ნაც. მოძრაობა საერთოდ არ უნდა არსეობბდეს. ამ პოლიტიკურმა კლიმატმა, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი ამბობს რომ სანამ მეორე ჯგუფი არ განადგურედება ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, შექმნა ნეგატიური მოლოდინი, რომელმა მოლოდინმაც დაანგრია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.

თქვენ საუბრობდით ინვესტიციების და ვალუტის შემოდინების კლებაზე, აბსოლუტური უმრავლესობა ინვესტორებისა რა თქმა უნდა არ შემოვა ისეთ ქვეყანაში სადაც ხელისუყფლება არ აღიარებს მის მთავარ კონკურენტ პოლიტიკურ პარტიას, როგორც ოპონენტს და ამოცანად ისახავს რომ ის პარტია უნდა გაანადგუროს. ზოგი გატყავებით გვემუქრება, ზოგი ციხეში ჩასმით და მთავარი ოპოზიცური პარტიის ლიდერები არიან კიდევაც ციხეში. ამ ატმოსფერომ შექმნა ყველაზე მეტად ცუდი ვითარება ეკონომიკისთვის. უამრავი გაჭივრება აქვს ჩვენს ხალხს და გაჭივრებიდან ამოსასვლელად მუშაობა უნდა გაგვეგრძელებინა თუნდაც იმ რეიტინგების გამოყენებითაც რომელსაც ივანშვილი უარყოფდა და ამბობდა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ამ რეიტინგებს კი დღეს თქვენ თავად ეყრდნობით. საქართველო იყო ნომერ 1 რეფორმატორი ქვეყანა, თქვენ საქართველოს იმიჯი შელახეთ, დაწყებული დაოსიდან სადაც ივანიშვილი ინვესტორებს ესაუბრებოდა რომ ეს ყველაფერი ტყუილია და სააკაშვილმა მოგატყუათ, საქართველო არ მიდის სწორი გზით, დაასრულებული იმ კონფრონტაციით რომელიც არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელისუფლების ინიციატივით.

დღესაც კი, ბათუმში ჩვენს ოფისს დაესხნენ თავს ბიძინა ივანშვილის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები. აი ეს ატმოსფერო არ აძლევს საშუალებას ბიზნესმენს რომ იყოს ამ ქვეყანაში მისი ინვესტიციის მომავალში. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, სანამ კონფრონტაცია და ერთმანეთის მიმართ მტრული რიტორიკა არ მორჩება, მანამდე ეს ქვეყანა ვერ ამოისუნთქავს.

ნაც. მოძრაობას აქვს თავისი გეგმა, მისი მთავარი პუნქტებია რომ მოხდეს გადასახადების შემცირება, შემცირდეს დღგ გადასახადი, 16 % მდე, საშემოსავლო გადასახადი 15 % მდე, გაუქმდეს დივიდენდზე და და ნავთოპროდუქტებზე აქციზის გადასახადი. შემცირდეს სხვა სააქციზო გადასახადები.

იმის გამო რომ ეს მთავრობა არ უგდებს ყურს გონივრულ რჩევებს, არავის უნდა გაუკვირდეს რომ 21 მარტს ხალხი მოვა რუსთაველის გამზირზე და მოითხოვს ამ ხელსიუფლების გადადგომას,“-განაცხადა გიორგი ბარმიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42