"შეწყვიტეთ აჟიოტაჟი" - პრემიერის მოწოდება ოპოზიციას და მედიას
პოლიტიკა - 18:07, 13 Mar, 2015     1398

პრემიერის თქმით, მისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ეკონომიკურ ვითარებასთან დაკაშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა ატეხეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისინი ქვეყნის ბედით დაინტერესებული არ არიან და ცდილობენ სიტუაცია დაძაბონ.

„გამაოგნებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენმა ოპოზიციურმა ძალებმა ატეხეს. თუ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ხალხის მდგომარეობით და განიცდიან პრობლემებს, მინდა მივმართო მათ, შეწყვიტონ აჟიოტაჟი. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ პარლამენტში ძალიან ცივილურ ფორმებში შედგა საკომიტეტო მოსმენა. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ჩვენ მოვახსენეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. გასული წელი მართლაც პოზიტიური წელი იყო, მაგრამ წელს ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი, რადგან მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა. ჩვენი როგორც პატარა ქვეყნის ეკონომიკა კი მიბმულია მსოფლიო ეკონომიკასთან. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი ფარისველობაა, რასაც ისინი აკეთებენ. ჯერ ორჯერ მოითხოვეს სხდომა, შემდეგ 2-ჯერ დანიშნეს თუ ვერ დანიშნეს. ეს ჩვეულებრივი ფარისევლობაა. ისინი არ არიან დაინტერესებულები ჩვენი ქვეყნის ბედით, მათი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო დაძაბონ არსებული ვითარება", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასაც მიმართა და მოუწოდა ხელოვნურად ნუ შექმნიან ქაოსურ სიტუაციას.

„ იგივეს მოგიწოდებთ არა მარტო ოპოზიციურ ძალებს, არამედ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ჩართულნი ხართ ამ ქაოსში და რეალურად ქმნით ქვეყანაში ქაოსს, ვინც რეალურად ხართ დაინტერესებულები, რას აკეთებს მთავრობა სიტუაციიდან გამოსვლის კუთხით, შეგიძლიათ, ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42