"პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობა ქუთაისის #2 საპატიმროში" - ომბუდსმენის მიმართვა ბადაშვილს
პოლიტიკა - 17:39, 13 Mar, 2015     1246

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართავს, დაიწყოს გამოძიება მოქალაქე დ.ფ-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა დ.ფ-მ სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს მეგობრის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დილის 5.00 საათზე შეიჭრნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლები, წააქციეს, ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. ამავე დროს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საწოლზე ცეცხლსასროლი იარაღი დადო და კითხვები დაუსვა იარაღთან დაკავშირებით. დ.ფ ცალსახად აცხადებს, რომ არანაირი იარაღი პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე მას არ ჰქონია.

შემდეგ, როგორც დ.ფ. აცხადებს, იგი წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც არ მისცეს ოჯახის წევრებთან დარეკვის საშუალება და აიძულებდნენ გაცნობის გარეშე მოწერა ხელი დოკუმენტებზე. მას შემდეგ, რაც მან დოკუმენტების შინაარსის გაცნობა მოითხოვა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული იყო, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. ამ ფაქტზე დაკავებულმა, მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი, რის გამოც, ცემეს და რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე დაგდებული დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ წამების ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურის ორგანოებმა უნდა აწარმოონ მიუკერძოებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება ამგვარ ქმედებებში მხილებული პირების გამოსავლენად“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42