საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, პრეზიდენტს არ გააჩნია პირდაპირი კომპეტენცია, რომ ეკონომიკურ საკითხებში ჩაერიოს.
ამის შესახებ სესიაშვილმა პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხდაების კომენტირებისას განაცხადა.
"თავისთავად ცხადია, თუ პრეზიდენტს საკუთარი აზრი აქვს ეკონომიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ეს მისი უფლებაა, თუმცა მას არ გააჩნია პირდაპირი კომპეტენცია ჩაერიოს ეკონომიკურ საკითხებში. ამასთანავე, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს აქვს აზრის გამოთქმის უფლება, პრეზიდენტი კი მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი პირია, ამიტომაც თავისთავად ცხადია ეკონომიკური გუნდი მის წინადადებებს აუცილებლად გაეცნობა", - განაცხადა სესიაშვილმა.
ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ეკონომიკური მიმართულებით 9 ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით სავარაუდოდ, 18 მარტს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები






