„ქართული ოცნების“ წევრი გოგი თოფაძე საქართველოს საგარეო კურსზე საუბრობს და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით, მის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებას იმეორებს:
„ნატო-ს ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ, მას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. მშვენიერი სახელმწიფო, იუგოსლავია შუა ევროპაში გახლიჩეს, გააუბედურეს ერაყი, აღარაფერს ვამბობ ლიბიაზე, ეგვიპტეზე, სადაც ნატოს შევარდნის შემდეგ ვითარება ვერ დალაგდა. ესაა ნატოს პოლიტიკა, რაც უკრაინაში მოხდა, იმაზე უარესი საქართველოში მოხდება, თუ ამ გზას დავადგებით.
არ მიგვიღებენ ნატოში და ამ საუბრებით, ტყუილად, ჩვენს ჩრდილოელ აგრესიულ მეზობელს ვაღიზიანებთ. „ოცნება“ არ გვატყუებს- "ოცნების" პრიორიტეტი ნატო არ არის, არც ლაიტმოტივი.
ჩვენ არ ვართ ამის მომხრე, მე და ჩემი თანაგუნდელები. კოალიციაშიც აზრის სხვადასხვაობაა ამ თემაზე, მაგრამ გუნდური თამაშის წესები არ უნდა დაირღვეს. რასაც კოალიცია გადაწყვეტს, ხელს არ შევუშლით. თუმცა მეეჭვება „ოცნებამ“ გადაწყვიტოს, რომ ნატო ჩვენი გზაა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ან იძულებულნი ვიქნებით, ავყვეთ კოალიციას ან დავტოვოთ.
ნატოში არ გვიღებენ და არც ჩვენ ვართ მზად ამისთვის. მზად არც ევრაზიულ კავშირში შესასვლელად ვართ, თუმცა თუ იქ უფრო კარგი პირობები იქნება, თუ მძლავრი ქვეყანა ვიქნებით და საკუთარ ინტერესებს დავიცავთ, შეიძლება ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება.
როგორ გგონია, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში ნატო უფრო დაგვეხმარება თუ რუსეთი? ჩვენი წინაპრები რუსებს კი არ ეომებოდნენ, ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩით.“- აცხადებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი.
წყარო "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






