პრეზიდენრტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას ეკონომიკური მიმართულებით 9 ძირითად საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
„ეს თემები არის ეკონომიკის, ინკლუზიური განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა, ლარის კურსის მერყეობა, ეკონომიკური ზრდის შენელება, კონკურენციის პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის მცირე წილი ეკონომიკაში, ბიზნესგარემოს გაუარესების რისკის არსებობა, მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან და ეკონომიკური გუნდის მხრიდან სტრატეგიული ხედვის არსებობა ეკონომიკაში“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით სავარაუდოდ, 18 მარტს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები






