პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა უმცირესობის პოლიტიკური სპეკულაციებით გაჯერებული დღის წერიგით არათუ სხდომას ჩაატარებს, არამედ არცერთი ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გეგმა უკვე გაჟღერდა და თუ ვინმეს რამის გაგება უნდოდა, ამის კარგი შესაძლებლობა ქონდა.
„თუკი რიგგარეშე სხდომას გავმართავდით, მომხსენებელი გოკა გაბაშვილი უნდა ყოფილიყო. ყველას გაბაშვილისთვის და მისი ფრაქციისთვის უნდა მოესმინა. ის ფორმატი, რაც „ნაციონალებმა“ შემოგვთავაზეს, მინისტრების მოხსენებით გამოსვლას არ ითვალისწინებს.
რიგგარეშე სხდომა ნაციონალებს საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის სჭირდებოდათ. ქვეყანამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგით უკვე იცხოვრა. ჩვენ მათი პოლიტიკური სპეკულაციებით გაჯერებული დღის წერიგით არა თუ სხდომას ჩავატარებთ, არამედ არცერთი ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






