ხარატიშვილის თქმით, აუცილებელია მერმა პირადად უშუამდგომლოს იპოთეკით დაზარალებულ ადამიანებს, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია ცენტრალურ მთავრობასთან შუამდგომლობაზე.
„ქალაქის მერი გამოვიდეს და დაელაპარაკოს იმ თბილისელებს, რომლებიც ქუჩაში არიან დარჩენილი. იშუამდგომლოს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, რომ შეჩერდეს ეს გამოსახლებები, სანამ პრობლემის გამოსასწორებელი გზა მოიძებნება. ფართები, რაც მერიას ან ეკონომიკის სამინისტროს თბილისში გააჩნია გამოიყოს და გარემონტდეს მათთვის, რადგან ხალხი ქუჩაშია დარჩენილი და ამას როგორმე უნდა ეშველოს. გამოვიდეს ნარმანია და დაელაპარაკოს იმ თბილისელებს, რომლებმაც იგი აირჩიეს,“-განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე იპოთეკით დაზარალებული პირები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებში შესახლებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






