ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, როგითი ჩოხატაურელები ადგილობრივ ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას სთხოვენ, მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირები კი ამბობენ, რომ მათ ე.წ. „ქამრები“ უკვე შემოჭერილი აქვთ და კიდევ უფრო მეტად ვეღარ შემოიჭერენ.
ამის შესახებ, "ნიუპოსტს" ჩოხატაურის მაცხოვრებლებმა თავად უამბეს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, „ქამრები უნდა შემოვიჭიროთო“, ჩოხატაურში მოსახლეობა ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვაზე მიუთითებს. რიგითი ადამიანების თქმით, თვითმმართელობებში შტატები უნდა შემცირდეს. მოსახლეობა ამბობს, ლარის გაუფასურებამ ქვეყანაში მედიკამენტებსა და პროდუქტზე ფასები საგრძნობლად გაზარდა, ეს კი მათ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს.
„ამდენი უსაქმურით რომ გამოტენეს გამგეობა და საკრებულო შტატები და დანამატები შეიმცირონ. ამდენი ხალხი უმუშევარი ვართ. ჩვენ თუ 150 ლარს ვკმარობთ. თუმცა ახლა დავიანგარიშე და მხოლოდ ჩემს წამლებში 137 ლარი მჭირდება. აი, ასე გაქრა ჩემი პენსიაც. გეკითხებით რას აკეთებს ამდენი თანამშრომელი გამგეობაში?! მე მთელი დღე 1 ლარზე ვმუშაობ, რომ საღამოს პური ვიყიდო და მშიერი არ მოვკვდე სახლში. დღეს საკმაოდ ბევრი ფუნქცია დაკარგული შტატია მაღალი დაფინანსებით. კარგია, როცა ადამიანები დასაქმებულები არიან, მაგრამ ყველაფერი შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათზე საკმაოდ დიდი დაფინანსებაა გამოყოფილი და მხოლოდ იმისთვის, რომ მმართველ პარტიას საარჩევნოდ მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს. ზოგიერთ სამსახურში სამუშაო პირობებიც არ არის, თავდაპირველად თანამშრომლებისთვის სკამებიც არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს ორგანიზაციები მაინც შექმნეს შტატები. ისინი თავიანთ ფუნქციებში ვერ ერკვევიან და მოვალეობებსაც ვერ აცნობიერებენ, თუმცა კარგად იციან, რომ სამსახურების შენარჩუნების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი ხელისუფლებას უნდა დაუჭირონ“. – განაცხადა რესპონდენტმა, რომელმაც მისი ვინაობის დასახელებისაგან თავის შეკავება გვირჩია.
ის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში შტატები გაბერილია ამას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი დიმიტრი კორიფაძეც ადასტურებს.
"საშტატო ერთეულის რიცხოვნობა გაზრდილია რეალურთან შედარებით და საჭიროა მოხდეს შტატების ოპტიმიზაცია და გამოთავისუფლებული თანხა მოხმარდეს სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას. განსაკუთრებით გაზრდილია შტატები აიპებში, სადაც "ქართულმა ოცნებამ” თავისი აქტივი დაასაქმა,” – აცხადებს კორიფაძე.
ჩოხატაურის ბიუჯეტი, როგორც საფინანსო სამსახურში განმარტავენ, 5 მილიონ 476 ათას 400 ლარს შეადგენს, უწყების განმარტებით აქედან მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების ხელფასზე 988 ათას 500 ლარი, ხოლო საკრებულოს თანამშრომლების ხელფასზე 375 ათას 400 ლარი იხარჯება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ აიპებს მათი თანამშრომლების ხელფასის წლიური დანახარჯი 1 მილიონ 530 ლარს შეადგენს, მოკლედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად 5 მილიონ 476 ათას 400 ლარიდან საჯარო სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურებისათვის, 2 მილიონ 983 ათასი ლარი იხარჯება. რაც შეეხება სოციალურ პაკეტს მასზე 450 ათასი ლარია გამოყიფილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა "ნიუპოსტთან” კომენტირებისასა ამბობს, რომ მათ ქამარი ისედაც შემოჭერილი აქვთ და კიდევ უფრო მეტად შემოჭერის აუცილებლობას ვერ ხედავს. კუჭავა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, თავიდანვე მცირე ადმინისტრაციულ დანახარჯებზე იქნა გათვლილი.
"თვითმართველობის კოდექსში არსებული ფორმულის მიხედვით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 71-მდე შტატი შემცრირდა. ამ ეტაპზე გამგეობაში 100 საშტატი ერთეულია, 32 ადგილზე თავიდან გამოვცახადებთ ვაკანსიას ანუ მთიალიანობაში 132 საშტატო ერთეული იქნება, თუმცა შემიზლია 145 შტატი მქონდეს, თუმცა კოდექსში ჩადებული ფინანსური შეზღუდვები ამის საშუალებას არ გვაძლევს”. – აცხადებს კუჭავა.
"ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას," - ეს სიტყვები ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, ხოლო გაფრთხილების ადრესატები თვითმმართველობები არიან.
„გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მათ აიღეს პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ, ვინც ისინი აირჩია. თუ ისინი არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“. – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის კრიტიკას და მოწოდებას, რომ თვითმმართველობებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იტვირთონ, ჩოხატაურის ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ თავზე არ იღებს. გამგებლი ამბობს, რომ ის გაწერილი გეგმის მიხედვით მუშაობს და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დათქმულ დროში ახორციელებენ. კუჭავას თქმით, პრემიერმა ჩოხატაური და ოზურგეთი წარმატებულ მუნიციპალიტეტების რიცხვში მოიხსენია.
პრემიერმა გააკეთა გასული წლის ინფრასრუქტურული პროქტების ანალიზი, ამ კონტექსში კი ჩოხატაური და ოზურგეთის წარმატებულ მუნიციპალიტეტებად იქნა მოხსენიებული. მინდა გითხრათ, რომ წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან 15 პროექტი ფინასდება, მათ შორის არის ჩოხატაურის აგრარული ბაზრისა და კულტურის სახლის მშენებლობის პროექტი.” –აცხადებს კუჭავა.
მასალის გამოყენების პირობები






