პარლამენტში დაგეგმილი რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ვერ იწყება.
პირველად რეგისტრაცია 32-მა დეპუტატმა გაიარა, რაც სხდომის დასაწყებად საკმარისი არ არის.
ამის შემდეგ, 15 წუთიანი ინტერვალით, რეგისტრაცია მეორედ დაინიშნა, რა დროსაც ტაბლოზე 34 დეპუტატი დაფიქსირდა.
ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კენჭისყრას 45 წუთის შემდეგ ისევ ჩაატარებს.
პარლამენტში 12:00 საათზე რიგგარეშე სხდომა უნდა დაწყებულიყო, სადაც დეპუტატებს და ეკონომიკური გუნდის მინისტრებს სავალუტო კრიზისთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ.
თუმცა ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაში უმრაველსობის არც ერთი დეპუტატი არ მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები შეიკრიბნენ.
რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა მოიწვია. მას აღნიშნული თხოვნით საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






