ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - ვერშბოუ
პოლიტიკა - 11:55, 13 Mar, 2015     1201

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან წერილი მიიღო. მინდია ჯანელიძისადმი გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ელჩი ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოში ვიზიტს აფასებს.

„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ 2015 წლისთვის დასახული პრიორიტეტების შესრულებას.“ - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის სამხედრო ბაზის შესაძლებლობებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვაზიანის პოლიგონისა და საწვრთნელი ცენტრის მონახულებამ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი. მიმაჩნია, რომ ვაზიანი ძლიერი კანდიდატია ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის განსათავსებლად", - აცხადებს ვერშბოუ.

ალექსანდერ ვერშბოუ იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებას ქართული მხარე ნატოს ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში მიიღებს.

წერილის დასასრულს, ალექსანდრე ვერშბოუ წარმატებას უსურვებს ქართულ მხარეს და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 28-31 იანვარს იმყოფებოდა. ალექსანდერ ვერშბოუ თავდაცვის მინისტრს შეხვდა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში, მან ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურაც მოინახულა და პოლიგონის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42