უმცირესობის წევრების აზრით, ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ აქვს და სწორედ ამიტომ არ აპირებენ რიგგარეშე სხდომაზე დანიშვნას.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
„როდესაც დავინახეთ, რომ მათ არანაირი გეგმა არ აქვთ, ჩემთვის გასაგები გახდა, თუ რატომ არ მოდიოდნენ ისინი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ჩავალთ ქუთაისში და დაველოდებით მათ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ ჩამოვლენ და ამით დაადასტურებენ, რომ არაფრად უღირთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში პრეზიდენტის მოწვევით რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. უმრავლესობა ქუთაისში ჩასვლას არ აპირებს, რის გამოც არსებობს ვარაუდი, რომ ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ჩიაშლება.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






