რუსეთი საქართველოს რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას აგრძელებს- საგარეო უწყება
რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ კიდევ ერთ ხელშეკრულებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
მემორანდუმი 11 მარტს მოსკოვში გაფორმდა, რომელიც კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმებს ეხება. საგარეო უწყება გმობს ამ ფაქტს და მას საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს:
"2015 წლის 11 მარტს, ქ. მოსკოვში, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „მემორანდუმს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის რეალიზაციის მექანიზმის შესახებ“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და აფასებს მას, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას.
აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არ წარმოადგენს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. შესაბამისად, აფხაზეთში მოქმედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი სახის „შეთანხება" არის იმთავითვე ბათილი და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამის მიუხედავად, ე.წ. „მემორანდუმის“ ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, რომლებიც ჩვენი აზრით შესაბამის კომენტარს საჭიროებს.
ბ-ნი ლავროვის განმარტება წარმოადგენს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ცალმხრივ ინტერპრეტაციას და ეწინააღმდეგება მის არსს. შეთანხმება დადებულია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, უკანონო ვაჭრობის აღკვეთის, მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის აღრიცხვის მიზნით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების ტრანსპარენტულობის მუხლის უზრუნველყოფას ემსახურება., ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლავროვის განცხადების საპირისპიროდ შეთანხმება სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ემსახურება და მისი ძირითადი არსია ტვირთების უკანონო მოძრაობის აღკვეთა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - შეთანხმებით განსაზღვრულ სატრანსპორტო კორიდორებში.
ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე პასაჟი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის თაობაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს, სინამდვილეში საქართველოს არცერთ ფორმატში არ დაუყენებია რუსეთთან დიალოგისას ეს საკითხი და ამდენად ს. ლავროვის მიერ გაჟღერებული მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია.
სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს კონსტატირება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამახასიათებელ ატრიბუტად იქცა. მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და დაიცვას საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები."- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






