„ჩვენთან არ უნდა იყოს უცხო და ჩვენიანი. თქვენ ჩვენი მიწის და ხალხის ნაწილი ხართ და აქ უნდა იყოს ყველა ურთიერთობაში და სტრუქტურაში წესრიგი. ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ ქვეყანაში , რეალიზირებული უნდა იქნეს გალის რაიონშიც.“- განაცხადა ხაჯიმბამ.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ გალის რაიონში ისევ მძიმე კრიმინალური სიტუაციაა.
„არის პრობლემები საბაჟო ორგანოების მუშაობაში , კონტრაბანდა საზრვარზევე უნდა იქნეს აღმოჩენილი და ხალხს ბაზარში არ უნდა ვდიოთ. საზღვრის გამაგრება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს მისი გადაკვეთა და ნათესავებთან ურთიერთობა არ შეეძლებათ.“- აღნიშნა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ გამოცხადდება ამნისტია ელექტროენერგიის და მიწის გადასახადის დაგროვილ დავალიანებებთან დაკავშირებით.
ხაჯიმბა გალის მოსახლეობასთან შეხვედრისას ახალი პასპორტების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო.
„აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა, მაგრამ კანონთან შესაბამისი. ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ იმ დროს, როცა ყველა სამურზაყანოელს ქართველი დაარქვეს. მათ, ვინც გადაწყვიტა დარჩეს საქართველოს მოქალაქედ, მათთვის კანონი ბინადრობის მოწმობას ითვალისწინებს, რომელიც უფლებას აძლევს აქ იცხოვროს და მრავალი უფლებით ისარგებლოს, გარდა ჯარში სამსახურის და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოების არჩევნებში მონაწილეობისა"- განაცხადა ხაჯიმბამ.
შეგახსნებეთ, რომ დღეს ბჟანიას მხარდამჭერებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ჩამოსვლა გალის ცენტრალურ მოედანთან გააპროტესტეს. საპროტესტო აქციაზე 100-მდე ადამიანი შეიკრიბა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






