,,სადღობელაშვილი ჩვეულებრივი სუსის აგენტია, არ ესიამოვნა პოლიციასთან გადახვეული რომ ვნახე“ - კახა კუკავა
პოლიტიკა - 19:36, 12 Mar, 2015     2944
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ,,თავისუფალი თაობის“ ლიდერთან ლადო სადღობელაშვილთან დაპირისპირებასა და ინციდენტის დეტალებზე ,,ნიუპოსტთან“ კომენატრს აკეთებს ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.

კუკავა სადღობელაშვილს სუსის აგენტს უწოდებს და ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ადგილი ჰქონდა სუსის აგენტების მხრიდან გარკვეულ მუქარებს. კუკავა ამბობს, რომ ის დღეს შს სამინისტროს საპატრულო განყოფილებაში მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იყო მისული, რა დროსაც იქ მყოფმა სადღობელაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.

,,მას მერე, რაც ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციები გავმართეთ, დაიწყო ჩვენს მიმართ მუქარები და შეურაცხყოფები, რომელსაც სუსის აგენტურა, ზოგი ინტერნეტით და ზოგი პირადი შეტყობინებებით ახორციელებს. დღეს ვიყავი მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, წერილი მქონდა ასაღები საპატრულო პოლიციდან და როცა შევდიოდი იქ პოლიცილებთან ერთად გამოდიოდა სადღობელაშვილი, რა დროსაც მან პროვოკაციულად მომმართა, ამას მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეხლა შემოხლა. აღსანიშნავია ის, რომ მე დამაკავეს, დამადეს ხელბორკილები და სადღობელაშვილზე მეუბნებიან, რომ რუსთაველზე ვითომ დავაკავეთო, რეალურად არანაირი ხელბორკილები არ ედო, კოკა-კოლას ბოთლი ეჭირა... ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ ის არის სუსის აგენტი, რომელსაც ვითომ აკავებს პოლიცია, სიამდვილეში არანაირი დაკავების ოპერაცია არ მიმდინარეობდა. სამაგიეროდ, მე ხელბორკილები დამადეს, დაიწყეს ოქმის შედგენა“ - აცხადებს კახა კუკავა.

რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, კუკავა ამბობს, რომ სადღობელაშვილი თავად გადავიდა შეურაცხყოფაზე, ,,როგორც სჩანს ძალიან დაიძაბა, როცა მე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დავინახე, ყველამ იცის, რომ ის სუსის აგენტია, თუმცა ასე ღიად რომ დაინახავ პოლიციასთან ხელიხელგადახვეულს, ეს არ ესიამოვნა. შეიძლება ელოდა რომ მე რამეს ვეტყოდი, თუმცა არც ვაპირებდი რამის თქმას, ჩვეულებრივი სუსის აგენტია, პროვოკატორი, თავიდან რაღაცს სიტყვებით მომმართა, მეც ასევე ვუპასუხე, შემდეგ მესროლა კოკა-კოლას ქილა და ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. შეხლა-შემოხლის შემდეგ, პოლიცია ჩემსკენ გამოექანა და მისი დაკავებული პირი გაუშვეს ჩვეულებრივად. ეს არის იგივე მეთოდი, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, თავისი ზონდერები რომ ჰყავდა, ვითომ არაფორმაური, მაგრამ ეს იმართება პირდაიპრ სუს-იდან და ამის მტკიცება იყო დღევანდელი ინციდენტიც.“ - აცხადებს კახა კუკავა.

მისი თქმით, პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ შეწვიტა ოქმის წერა და გადაწყვიტა მისი გათავისუფლება, როცა მედიის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიმართეს.

,,ეტყობა, როცა მედიის წარმოამდგენლებმა მიმართეს პოლიციას, შუა გზაზე შეწყვიტეს ოქმების შედგენა და მალევე გამათავისუფლეს. რაც შეეხება საჯარიმო სანქციას, ხვალ გაიმართება სასამართლო სხდომა და გაირკვევა“ - განაცხადა კუკავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42