,,კარგი ურთიერთობები საქართველოსთანაც გვინდა, თუ აფხაზეთს აღიარებენ“ - ხაჯიმბა
პოლიტიკა - 19:40, 12 Mar, 2015     2455

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გალის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა, განათლების ხარისხი იყო.

მისი თქმით, მოსახლოებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების აკრძალვას არ აპირებს, თუმცა მიუღებლად მიაჩნია ისეთი სახელმძღვანელოების გამოყენება, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას უარყოფს.

„ჩვენ პარტნიორული ურთიერთბა დავამყარეთ რუსეთთან და საქართველოსთანაც კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება გვინდა, თუკი ქართული მხარე მიხვდება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის აღიარება, აუცილებელია" - განაცხადა ხაჯიმბამ.

თავის მხრივ, გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის ლიდერმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ რაიონის 20 სკოლიდან 11-ში, სწავლება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობს. განსაკუთრებით, დაბალი ზონის სკოლებში. „მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არ გაიქცნენ და აფხაზეთში დარჩნენ. მაგრამ ასეთი სწავლება ამ მოქალაქეებს მძიმედ ურტყამს. საკითხავია, ის ადამიანები, რომლების აფხაზურ ენაზე ვერ წერენ და ვერ საუბრობენ, როგორ შეძლებენ სახელმწიფოში ადაპტირებას ?“ - განაცხადა ნადარაიამ. მისივე თქმით, დღეისათვის, სკოლებში უკვე დარიგდა აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის პროგრამის შესაბამისად შექმნილი 4 000 სახელმძღვანელო.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42