საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, არავინ უარყოფს, რომ ქვეყანაში პრობლემების არსებობს. სააგნელიძის შეფასებით, პარლამენტში მინიტრების მისვლა კარგი ტენდენციაა.
"კარგია რომ ქვეყანაში ასეთი ღია პროცესი მიმდინარეობს, მართლაც კარგია ამგვარი ტიპის შეხვედრები მაშინ, როცა არის კრიზისი და ღელვა მოსახლეობაში. დღევანდელი დღის მაგალითი მაძლევს იმის იმედს, რომ ქვეყანაში ისეთი პროცესები არ მოხდება, რაც შესაძლებელია ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იყოს," - განაცხადა დავით საგანელიძემ.
ამ წუთებში, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, მიმდინარეობს, სადაც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის შესახებ დეპუტატების კითხვებს ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






