უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ურჩევს, „მენტორული ტონით საუბარს“ თავი დაანებოს.
ამის შესახებ ლორფთქიფანიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ლარის სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნეოდა, რამ განაპირობა ის, რომ თქვენ, ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით, 900 მილიონი ლარი გაეცით, მათ შორის 700 მილიონი რეფინანსირებისთვის და 200 მილიონი მუდმივმოქმედი სესხისთვის. ამან იმოქმედა თუ არა ქართულ ეკონიმიკაზე ლართან მიმართებაში, როდესაც ამდენი მოცულობის ლარი შემოვიდა და გამოიწვია თუ არა ამან დასტაბილურებისკენ წასული ლარის გაუფასურება. იმედია, რომ ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება მთავრობის ეკონომიკურ გუნდის მცდელობით. მინდა ბოლოს ერთი რჩევა მოგცეთ, მენტორული ტონით საუბარს თავი დაანებოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში“, - მიმართა ლორთქიფანიძემ ქადაგიძეს.
ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვით მიმართავენ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






