საკრებულოს დეპუტატების სია, რომლებიც ბიზნესკომპანიებს მართავენ
პოლიტიკა - 17:04, 12 Mar, 2015     1830

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული პირების შესახებ ინფორმაციას. ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენი არიან დეპუტატები, რომლებიც ფლობენ წილებს და მართავენ ბიზნესკომპანიებს.

გთავაზობთ დეპუტატების სიას, რომელზეც ინფორმაცია ორგანიზაციამ გაავრცელა:

ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, („ქართული ოცნება“) - რეესტრის ამონაწერის თანახმად, ირაკლი ჭეიშვილი ამ დრომდე არის შპს „ეიჩ ენდ ემის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის 50%-ს კი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ლევან კინწურაშვილი ფლობს. რეესტრის მონაცემებით, 2010 წლის 13 სექტემბერს რეგისტრირებული კომპანია ტექსტილის იმპორტზე, დისტრიბუციასა და რეალიზაციაზეა ორიენტირებული.

საკრებულოს თავმჯდომარეს 2014 წლის 15 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წილის ფლობისა და დირექტორობის შესახებ მითითებული არ აქვს, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა. პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პირის სამეწამეო საქმიანობაში მონაწილეობისა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.

ლევან კინწურაშვილი, ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე („ქართული ოცნება“) - რეესტრის მონაცემებით, ის 3 ივლისს დარეგისტრირებულ შპს „ტიფლის დეველპმენტ აჭარაში“ ამ დრომდე ფლობს 100%-იან წილს და ასევე არის ამავე კომპანიის დირექტორი. 2008 წლის 6 აგვისტომდე შპს-მ „ტიფლის დეველოპმენტ აჭარა“ რეგისტრირებული იყო, როგორც „ქალაქი ბათუმში“.

საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად, ქონებრივ დეკლარაციაში არც ლევან კინწურაშვილს აქვს მითითებული, რომ შპს „ეიჩ ენდ ემის“ 50%-იანი წილის მფლობელია. დეკლარაციაში არც „ტიფლის დეველოპმენტის აჭარის“ შესახებ არის მითითებული.

თენგიზ აფხაზავა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე („ქართული ოცნება“) - თენგიზ აფხაზავა აღნიშნული შპს-ს დირექტორის პოზიციიდან 2015 წლის 9 იანვარს გადადგა და დარჩა 100%-იანი წილის მფლობელად. ამ დროისთვის, შპს ST LOGISTICS-ის დირექტორი მისი შვილი თორნიკე აფხაზავაა.

რეესტრის მონაცემებით, თენგიზ აფხაზავა ამ დრომდე „ჯ-ფუნდამენტის“ დირექტორის პოზიციაზეა, რაც თანამდებობის პირის მხრიდან კანონდარღვევაა.

ირაკლი ჭეიშვილისა და ლევან კინწურაშვილისგან განსხვავებით, თენგიზ აფხაზავას 2014 წლის 17 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ზემოაღნიშნული კომპანიების შესახებ მითითებული აქვს. დეკლარაციიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას არც ერთი კომპანიიდან 2013 წელს შემოსავალი არ მიუღია.

დავით თედორაძე („დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“) - საჯარო რეესტრის მონაცემებით, საკრებულოს წევრი დავით თედორაძე 1996 წლის 7 ივნისს რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „გამომცემლობა აჭარის“ დირექტორია.

„გამომცემლობა აჭარას“ სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სააქციო საზოგადოებას 2012 წლის მარტიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით აჭარაში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებთან მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვის 13 ხელშეკრულება აქვს დადებული. ჯამში სააქციო საზოგადოებამ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 51 447 ლარი მიიღო. ყველაზე დიდი თანხა საზოგადოებამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან 2012 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიიღო, რომლის თანახმად, „გამომცემლობა აჭარას“ სამხრეთ-საქართველოს ისტორიის ნარკვევის მეოთხე ტომის რედაქტირება და გამოცემა დაევალა. პირდაპირი შესყიდვის ყველაზე მეტი ხელშეკრულება სააქციო საზოგადოებასთან შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ აქვს გაფორმებული, რომლის 100% ბათუმის მერიას ეკუთვნის.

თამაზ თურმანიძე, ფრაქციის თავმჯდომარე („ქართული ოცნება“) – ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ სურმანიძე დღემდე არის 2008 წლის 21 იანვარს დაფუძნებული შპს „ექსპერტ გრუპის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სფერო მშენებლობა, პროექტირება, დიზაინი, სამშენებლო მასალების შემოტანა-რეალიზაციაა.

საკრებულოში საკუთარი თანაგუნდელების მსგავსად, თამაზ თურმანიძემაც საჯაროდ განაცხადა, რომ ეს კომპანია 2008 წლიდან არ მუშაობს, მაგრამ რეესტრის მონაცემებით, ის დღემდე მოქმედი კომპანიაა და საკრებულოს თანამდებობის პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებული იყო დირექტორობიდან გადამდგარიყო.

თამაზ თურმანიძე 2012 წლის 6 დეკემბერს რეგისტრირებული შპს „სოლო ჯგუფის“ 30%-იანი წილის მფლობელიცაა. რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს-ს საქმიანობის სფერო რეკლამა, დიზაინი და პროგრამირებაა. სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნებიდან 4 თვეში, 2013 წლის 18 აპრილს, „სოლო ჯგუფს“ ვებგვერდის დამზადების პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურმა საბავშვო თეატრმა გაუფორმა. მომსახურების მისაღებად თეატრს კომპანიისთვის 3200 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა 2013 წლის 4 მაისს, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, „სოლო ჯგუფთან“ დადებული შეთანხმება გაუქმდა.

თამაზ თურმანიძე ფლობდა შპს „აი თი დი ჰოლდინგის“ 100%-იან წილს, თუმცა 2013 წლის 27 თებერვალს, მთლიანი წილი მეუღლეს შორენა ბოლქვაძეს გადასცა.

სრულად იხილეთ ლინკზე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42