"ბედნიერი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი და პირველი სეკვესტრი შევარდნაძის შემდეგ"
პოლიტიკა - 17:04, 12 Mar, 2015     2200

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი საზოგადოებას სხვა საქართველოზე ელაპარაკება, რეალურად კი ქვეყანაში სულ სხვა სიტუაციაა:

"ბატონ ნოდარ ხადურს ვულოცავ. როგორც ჩანს, ის არის ბედნიერი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი, რადგან მის სახელმწიფოში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სწორად გეგმავს ბიუჯეტს, მისი ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული, ფასები მცირედით იზრდება, ლარი მყარდება და ეს კარგია ნოდარ ხადურის საქართველოსთვის.

სინამდვილეში, საქართველოს რეალობა სულ სხვაა. რეალობა არის ის, რომ სოციალურად ორიენტირებული ეს ბიუჯეტი ვერანაირად ვერ იქნება, რადგან პენსიონერს პენსიას სექტემბრიდან უზრდიან, ლარის კურსის ვარდნის გამო კი დღეს უკვე მათი პენსია გაუფასურებულია. ვერ იქნება ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული, რადგან ერთი წლის წინ თვითონ შემოიტანა დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ კანონი. მინდა, ბატონ ნოდარ ხადურს მივმართო, რატომ არ ისაუბრეთ თქვენ მოხსენებაში დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით? მეორე – როცა უყურებთ რომ ლარი ასე უფასურდება, რატომ არ სვამთ საკითხს პენსია დაუყოვნებლივ გაიზარდოს და არა სექტემბრიდან? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც აქვს სახელმწიფოს არის მრჩეველი, რომელმაც თურმე უნდა დააკავშიროს ომბუდსმენი ფინანსთა სამინისტროსთან? მართლა გგონიათ, რომ ეს მრჩეველია მთავარი პრობლემა?", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, შევარდნაძის პერიოდის შემდეგ ფინანსთა მინისტრი პირველად წარადგენს სეკვესტრს.
"რეალურად, ბატონი ნოდარ ხადური ამ პარლამენტში წარმოადგენს სეკვესტრს და ეს იქნება პირველი სეკვესტრი შევარდნაძის პერიოდის შემდეგ. ბატონო ნოდარ, მე მაინტერესებს, რატომ შეიცვალა თქვენი მიდგომები ეკონომიკის პროგნოზებთან დაკავშირებით 2 თვეში, მაშინ როცა ჯერ კიდევ იანვარში 5 %-იან ზრდაზე საუბრობდით?", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42