ამ ვითარებაში რეზერვების ხარჯვა არის არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება- ქადაგიძე
პოლიტიკა - 16:49, 12 Mar, 2015     2236
პარლამენტში მიმდინარე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიმდინარე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის მიმართ დასმულ კითხვებზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში სავალუტო რეზერვების ხარჯვა დანაშაული იქნებოდა.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული.

"2014 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო სავალუტო შემოდინებებმა შემცირება, გამოსახული ექსპორტის, გზავნილების და რიგ შემთხვევაში ტურიზმის კლებაში. ამან გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება და მივიღეთ ის შედეგი, რაც ყველამ ვნახეთ. ამ დროს, პირველი მთავარი საკითხია, არის თუ რა გამოსავალი სავალუტო რეზერვების ხარჯვა?

1. სავალუტო რეზერვები არის ზუსტად ის თანხა რომელიც არის გარანტი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის. სავალუტო რეზერვების სწორი მართვა და აკუმულირება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მისი ამ ვითარებაში ხარჯვა არის ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედება, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არამარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიულია. ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო მაგალითით, უფრო შორსაც რომ წავიდეთ, ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რეგიონში, ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებში სავალუტო რეზერვების მესამედი ან 40% დახარჯეს, მაგრამ ამან ვერ უშველა ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებას და დარჩნენ ნაკლებად დაცულები და უფრო მეტად მგრძნობიარე კრიზისებიდასადმი.

2. არის საუბარი, თითქოს გვაქვს 900 მლნ დოლარით მეტი, ვიდრე არის საჭორო და გვაქვს ფუფუნება, ეს 900 მლნ გამოვიტანოთ გასაყიდად. ეს ასე არ არის. სავალუტო რეზერვების ადეკვატურობა იზომება საქონლის იმპორტის და მომსახურების სამი თვის გადაფარვის კოეფიციენტით. თუ სამი თვის იმპორტის გადაფარვა აქვს ქვეყანას, მაშინ იღთლება, რომ სავალუტო რეზერვები არის ადეკვატური. სამი თვის წლიური საშუალო, როგორც ეს იზომება მეთოდოლოგიურად, არის 800 მლნ-ზე ცოტათი მეტი. ამიტომ, ჩვენი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტი არის 3, 3 და 2. რაც არის პრაქტიკულად სტანდარტი ახლოს იმასთან, რაც უნდა გვქონდეს.

3. ისმის კითხვები - "თუ ასეა, რატომ ხარჯავდით 2009-2010 წელს რეზერვების მნიშვნელოვან რაოდენობას"? დიახ, იმ წლებში ჩვენ ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე, მაგრამ ამავე დროს მთავრობას მოჰქონდა 4.5 მლრდ დონორთა კონფერენციის ფარგლებში - სხვადასხვა ტიპის სესხები და გრანტები ანუ პრაქტიკულად, ეროვნული ბანკი იყო გამტარი დონორთა კონფერენციით მოზიდული თანხების და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვახორციელებდით ინტერვენციებს, სავალუტო რეზერვების დონე ჩვენ მხოლოდ გვევსებოდა. არასდროს, ჯამურად სავალუტო რეზერვები ჩვენ არ გვიმცირდებოდა. ეს იყო მიზეზი, რატომაც ვაკეთებდით ინტერვენციებს. ამავე დროს, ჯამურად ჩვენი სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკა აღიარებულია ყველა ორგანიზაციის მიერ და ითვლება ადეკვატურად, და ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ადეკვატური პოლიტიკა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ევრობონდები, სხვადასხვა კომპანიის ქაღალდები ივაჭრება იმ ნიშნულებით მსოფლიოს სავაჭრო ბირჟებზე, როგორც ივაჭრება ჩვენზე უფრო განვითარებული ქვეყნების ანალოგიური ფასიანი ქაღალდები" - განაცხადა ქადაგიძემ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42