"ვინც ნაციონალებს რაიმე სახის ინფორმაციას მიაწოდებს, ან რაიმე საკითხში გაითვალისწინებს, ჯობს დატოვოს სამსახური. საქართველოს დამანგრევლები და ლანჩხუთის გამძარცველებს თავში აუვარდათ და დროა მივხედოთ ნაცმაცუნებს"-წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ლანჩხუთის გამგებლის მარჯვენა ხელად წოდებული და ა) იპ ტექსერვის სამსახურის სპეციალისტი ნუგზარ ცინცაძე იგივე ცანცუა.
ცინცაძე ამბობს, რომ ეს პირდაპირი მუქარაა იმ ადამიანებზე, ვინც საჯარო ინფორმაციას „ნაციონალებს" მიაწვდის და „ამბის გამტანებს" სამსახურიდან გამოყრითაც ემუქრება:
_ "კი, ეს არის პირდაპირი მუქარაა იმ ადამიანებზე ვინც სამსახურებიდან ,,ერთიან ნაციონალურ მოძრობას“ ინფორმაციებს აწვდის. პირდაპირ ასე დაწერეთ, ყველას გამოვყრით სამსახურებიდან. რა მაძლევს ამ განცხადების გაკეთების უფლებას? _ ვიცი, რომ გია გოგუაძემ დაურეკა ( ა) -იპების სამსახურების ხელმძღვანელებს და მოითხოვა ინფორმაციები, აინტერესებს საშტატო ანგარიში, საფინანსო მდგომარეობა. არ მაქვს საუბარი მის ადამიანობაზე. ვსაუბრობ მის სამსახურეობრივ მოღვაწეობაზე, როგორ ემსახურა მან ლანჩხუთის რაიონს, რომ გაანიავა ყველაფერი. თუნდაც ის სტადიონი. გაუბედურებულია ყველაფერი და დღეს მილიონობით დასკვნა დევს. თუ რატომ არ გადაეცა პროკურატურას ესაა საინტერესო.. ჩვენ არ ვაპირებთ მსგავსი მეთოდებით ბრძოლას, რასაც ისინი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ პასუხი კანონის წინაშე მათ აუცილებლად მოეთხოვებათ. ბევრი აწვდის ინფორმაციას და ბევრი ასეთი დასაქმებული. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ აქ არაფერი მსგავსი არ კეთდება. აუდიტი იქნება თუ საფინანსო სამსახური შემოვიდეს და შეამოწმოს აქ არსებული ყველა სახის დოკუმენტაცია. ჩვენ თავს ამას არ ვარიდებთ"-აღნიშნავს ცინცაძემ "გურიის მოამბესთან".
ლანჩუთის ყოფილი გამგებელი, გია გოგუაძე ამბობს, რომ მან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, რაც ნებისმიერს შეუძლია და ეს კანონით მინიჭებული უფლებაა: "ჩვენ მათ ოფიციალური წერილით მივმართეთ და ეს ინფორმაცია ჩაბარდება ყველა ( ა) იპის ხელმძღვანელს. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს ნებისმიერ პირს".
ინცაძე ლანჩხუთში სკანდალურ პიროვნებადაა ცნობილი. ის ჯერ კიდევ 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი კანდიდატების მისამართით ჰომოფობიური განცხადებების კეთებით გამოირჩეოდა, გასული წლის შემოდგომაზე თავს დაესხა რუსთავი ორის გადამღებ ჯგუფს, რაზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, მიმდინარე წლის დასაწყისში მას თავს შეიარაღებული პირი დაესხა და სანადირო თოფით დაჭრა. ცინცაძე ლანჩხუთში გამგებლისთვის არასასურველ პირებზე, როგორც ოპოზიციიდან, ასევე საჯარო სამსახურებიდან, ხშირად ახორციელებს ძალისხმიერ თავდასხმებს. 2013 წელს მას პრობლემები პოლიციასთანაც ჰქონდა. თუმცა, მის მიმართ არანაირი ზომები შესაბამისი ორგანოების მხრიდან არ გატარებულა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძემ კი განაცხადა: - "ვინ რას წერს "ფეისბუკზე" არ მაინტერესებს, ის არ არის თანამდებობის პირი და გადაწყვეტილების მიმღები, ამიტომ ვერავის ვერაფერს ვერ აუკრძალავს. პირადად ჩემზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვარჩევ ადამიანებს".
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






