მალხაზ პატარაია: საიდუმლო შეხვედრა ლონდონში ,,ხაჯიმბას მოციქულებთან“
პოლიტიკა - 14:37, 12 Mar, 2015     3325
მალხაზ პატარაია, მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე

როგორც სჩანს, ჩვენი საზოგადოება სათანადოდ ვერ აფასებს იმ საფრთხეს, რომელიც რესპუბლიკური სექტიდან მოდის. პარლამენტს აკონტროლებენ. ეხლა პრეზიდენტს მიუცუცქდნენ, მისგან ქ-ნ გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენით ამჯერად ხელისუფლების ამ შტოზე ცდილობენ კონტროლის დამყარებას. მეორე მხრივ, პრეზიდენტთან ჩანერგილი თანაშემწის ივლიანე ხაინდრავას მეშვეობით სურთ მარგველაშვილი ჩაააბან აფხაზეთთან დაკავშირებული შავბნელ გეგმებში.

ამას წინათ, ეგ ხაინდრავა კაპიტულანტ არეშიძეთან ერთად ლონდონში მონაწილეობდა მეტად საეჭვო ორგანიზაციის -,,შერიგების რესურსების“ მიერ მოწყობილ საიდუმლო ე.წ.ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში. შემდეგ იქ ზაქარეიშვილი და ვოლსკი წაბრძანდნენ. ეს უკანასკნელები ხაჯიმბას მოციქულებთან სამი დღე საუბრობდნენ არაფორმალურ გარემოში, როგორც არაოფიციალური პირები, არავინ არ იცის რის შესახებ.

ერთ ჩვენებურ კომუნისტ ხელმძღვანელზე ანეგდოტად დადიოდა ეს ამბავი, თუმცა სიმართლე იყო. მოსკოვიდან ცეკას ახალი დადგენილება ჩამოსვლას ვერ ასწრებდა, მას უკვე ღონისძიებათა გეგმა გულმოდგინედ გაწერილი ჰქონდა და ყველა თადარიგი დაკავებული. ამის გამო სხვებს ასწრებდა დირექტივების შესრულებაში და არაერთი შექება და ჯილდო მიუღია თურმე. ყველას უკვირდა ეს ოპერატიულობა და ფიქრობდნენ, ვინმე ხომ არ ჰყავდა ზემოთ. დიდი ხნის შემდეგ გაუგეს ვირეშმაკობა. იმპერიის მთავარი კომუნისტური გაზეთის პირველ გვერდზე სისტემატიურად იბეჭდებოდა რედაქტორის სვეტი-,,მოწინავე“. მაინცადამაინც არვინ არ კითხულობდა ამ სვეტს. ჩვენი პარტმუშაკი კი - საგულდადგულოდ. აქ ეწერა თურმე წინასწარ აზრის შესაქმნელად ის, რაც შემდგომ ზემდგომი დადგენილების სახით გამოდიოდა. ამ ამბავს მაგონებს ჩვენი კაპიტულატების ამჟანინდელი ამძუვნება.

ახლახან კარასინმა მოურიდებლად გვამცნო: აფხაზეთის დამოუკიდებლობას ადრე თუ გვიან ცნობთ. ხოლო გუშინ ლავროვმა დაასვა ბეჭედი აქაური ლაქიების ფაცი-ფუცს: რკინიგზის გახსნაზე აფხაზეთმა და საქართველომ უნდა იზრუნოსო.

რესპუბლიკელები უფრო საშიში ძალაა, ვიდრე ბურჯანაძე და თარხან-მოურავი. არა მარტო იმიტომ რომ სტაჟიანი კრემლოიდები არიან და მათ ზურგს უკან დაბადებიდან დგას ჩეკა. ღია რუსეთუმეებისაგან განსხვავებით, ისინი დასავლური ლიბერალური ფრაზეოლოგიით არიან შენიღბულები, ბევრის თვალში შინ თუ გარეთ მედასავლეთეებად აღიქმებიან და ასე ასრულებენ წლების განმავლობაში აფხაზეთის საქართველოდან მოწყვეტისა და სხვა დიდ თუ მცირე რუსულ ოცნებებს. ამიტომ გადაცილებით ჭირს მათი მხილება და ყოველთვის წყლიდან მშრალად ამოდიან.

ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდამოდ. რესპუბლიკური სექტა საქართველოში უნდა დამთავრდეს! მათთან შეთამაშებები ცეცხლთან თამაშია. ამ საქმეს კი არასოდეს ეშველება, სანამ ამ მძვინვარე კაპიტულანტებს კეთროვანებივით არ მოვერიდებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42