საინვესტიციო გარემო და თავსუფალი სვაჭრო სივრცე ევროკავშირთან - ღარიბაშვილმა აშშ-ის სავაჭრო მისიას უმასპინძლა
პოლიტიკა - 14:39, 12 Mar, 2015     1191
საქართველო-ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, თბილისში შეერთებული შტატების სავაჭრო მისია იმყოფება, რომელსაც აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, მეთიუ მიურეი ხელმძღვანელობს.

წარმომადგენლობით დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები შედიან, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, გამჭვირვალე, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე; ასევე, ხორციელდება მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის და დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე თავისუფალი წვდომის მიმართულებით.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ რომლის პირველ შეხვედრას საქართველო 2015 წლის 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.

აღინიშნა, რომ 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა 26,8%-ით გაიზარდა და 494,8 მლნ დოლარი შეადგინა; ექსპორტი 52,1%-ით, 207,5 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 26,8%-ით - 287,2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

პრემიერმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა აშშ-ის სავაჭრო მისიის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის მნიშვნელოვან კომპონტენტს წარმოადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის მეორე მოადგილე მეთიუ მიურეი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, USAID-ის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს კავკასისა და ცენტრალური აზიის ბიუროს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში დანიკა სტარქსი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი საქართველოში სარა უილიამსონი; Dow Chemical- ის, Procter & Gamble-ის, Honeywell-ის და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია დაესწრნენ.




ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42