შეგახსენებთ: ეს აქცია გათვლილი იყო იმაზე, რომ 14 აპრილისათვის ფბ-ში ქართველ მომხმარებელთა უმეტესობა თავის სახელსა და გვარს მშობლიური ანბანით დაწერდა. დრო კიდევ არის! - წერს facebook-ის პირად გვერდზე ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ქართული შრიფტით სარგებლობისკენ მოუწოდებს.
ენათმეცნიერი, რომელიც ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერას ითხოვს თავად ფბ-ზე ლათინური დამწერლობით - Levan Gvinjilia -თი არის დარეგისტრირებული.

„თითოეული თქვენგანის მიერ ფბ-ში საკუთარი სახელისა და გვარის ქართულად დაწერა ისევე უმნიშვნელოვანეს აუცილებლობად მიმაჩნია, როგორც საქართველოს გერბზე ქართული ანბანით გაკეთებული წარწერა - „ძ ა ლ ა ე რ თ ო ბ ა შ ი ა "; მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ და ამერიკელ ერებს უფრო გაუადვილდებოდათ მისი აღქმა, თუ დავწერდით -„DZALA ERTHOBASHIA". აცხადებს ენათმეცნიერი“ - Levan Gvinjilia.
მასალის გამოყენების პირობები






