აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით, ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსებისა და სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძე, მისი მოადგილე ილოა ელოშვილი, მარიამ ვალიშვილი და ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეც ესწრებოდნენ და შეხვედრის მთავარი თემა ენგურჰესის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთს შეეხო.
აფხაზურ მხარეს, კი ე.წ. რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ახრა ბჟანია და გალის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ მეთაური, თემურ ნადარაია წარმოადგენდნენ.
„შეხვედრა კონსტუქციულ ვითარებაში გაიმართა, სადაც ორმხრივი ინტერესები განვიხილეთ. კონსულტაციები კვლალ გრძელდება“ - განაცხადა "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






