დრო აღარ იცდის, საქმე ფუჭდება, მზად ვარ, ივანიშვილს და ღმერთსაც ვთხოვო გვიშველე-მეთქი - ნიშნიანიძე
პოლიტიკა - 11:02, 12 Mar, 2015     5979
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით „ქართულ ოცნება“ კარგ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ იმის თქმა, რომ პარტია აღარ არსებობს და მოკვდა, გადაჭარბებულია. დეპუტატის თქმით, 7 მარტს გამართულ ფრაქციის სხდომაზე საუბარი იყო პარტიულ მშენებლობაზე და შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან აქტიურ მოქმედებებზე გადავლენ, ნიშნიანიძე უფრო მეტ აქტიურობას ითხოვს პარტიის აღმასრულებელი მდივნისგანაც:

„ჩვენ უფრო მეტს ვითხოვთ პარტიის აღმარულებელი მდივნისგან, კარგი ბიჭია ირაკლი კობახიძე, განათლებული, მაგრამ ეს საქმითაც უნდა დაგვანახოს, დრო აღარ იცდის. ამიტომ ვამბობთ, ორშაბათიდან აქტიურ მოქმედებაზე გადავალთ, ვინც გასაკრიტიკებელი იქნება, გავაკრიტიკებთ, ვინც რამეს დააშავებს, პირდაპირ ვამხელთ და გვარებსაც დავასახელებთ. არ მოვერიდებით არაფერს, საქმე ფუჭდება.“- აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის თქმით, ქვეყანაში პესიმისტური განწყობის შექმნაში დამნაშავე მედიაა, რადგან ისინი ხალხს სიტუაციას გაცილებით მუქ ფერებში წარმოუდგენენ, ვიდრე რეალობაშია. ნიშნიანიძის შეფასებით, ქვეყანა ვითარდება და ამ მომენტისთვის ბიძნა ივანიშვილი პოლიტიკაში მობრუნების საჭიროება არ დგას.

„ჯერჯერობით, არაფერი ხდება ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილის მობრუნება იყოს საჭირო. ამას ალალად გეუბენებით. ხან „რუსთავი 2“ -ს რომ ვუყურებ, მეც კი შემეშინდება ხოლმე და წარმოგიდგენიათ, ხალხი რა დღეში იქნება? ამ დროს მზად ვარ, მარტო ბიძინა ივანიშვილს კი არა ღმერთსაც ვთხოვო, არიქა, გვიშველე-მეთქი. არც ისეა წამხდარი საქმე, ქვეყანა ვითარდება, გარეშე ფაქტორები რომ არ ყოფილიყო, უკეთესი სიტუაცია იქნებოდა“- აცხადებს ნიშნიანიძე.



წყარო "ალია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42