საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია „ენერგო პროს“ და რატიფიკაციის საკითხების ურთიერთბმა.
ამის შესახებ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჩეხეთში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება წარმატებით დასრულდება.
"სპეკულირება საკითხზე, რომელიც ეხება ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტულებას, ასევე ბმა თემისა, რომელიც არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებული, არ მიმაჩნია მიზანშეწონილი. ჩეხეთის პარლამენტში დაიწყება რატიფიკაციის პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და დარწმუნებული ვარ შესაბამისი პროცედურის და განხილვის შემდეგ ეს საკითხი წარმატებით დასრულდება“, -განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
„რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება გადადო. ამის მიზეზი კი კომპანია "ენერგო-პროს" დავაა საქართველოს სახელმწიფოსთან.
მასალის გამოყენების პირობები






