"არ ვაპირებ უსუფაშვილს ავყვე და იგივე ტონალობაში ვუპასუხო" - ნაციონალების საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 18:09, 11 Mar, 2015     2178
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის დანიშვნას და ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ქვეყნის მთავარ პრობლემად სწორედ გაძვირებულ ცხოვრებას და ეკონომიკურ პრობლემებს თვლის და თავს ვალდებულად მიიჩნევს ამ თემაზე ყველა შესაძლო ადგილზე, მათ შორის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც ისაუბროს.

დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც მისი თქმით განხილული იყო კრიზისიდან გამოსვლის ნაბიჯები. ბაქრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის წარდგენა ბიუროსთვის დეკემბრის თვეში მოხდა, პროცედურული საკითხების მომიზეზების გამო ამ დოკუმენტის განხილვა ჯერ კიდევ არ მომხდარა.

ბაქრაძის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო რიგგარეშე სხდომის და ამ სხდომაზე მთავრობის წევრების დასწრების აუცილებლობის შესახებ საუბარი იყო პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერისთვის გაგზავნილ წერილებშიც.

„როდესაც პრემიერ-მინისტრს უგზავნი წერილს, ეუბნები, რომ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავ ლარის სტაბილიზაციის საკითხს და თხოვ რომ მთავრობამ მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, მე არ ვიცი მეტი გასაგებად ქართულ ენაზე, როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მოთხოვნა, რაც შეეხება დეტალებს და დეტალების მომიზეზებას, ვინ გამოვა, რამდენი წუთი ილაპარაკებს და როგორ, ეს ბიუროს განსასაზღვრია“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით ოპოზიციაზე საუბრისას უსუფაშვილმა მიუღებელი ტონალობა აირჩია, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიცია არის უსაქმური და უპასუხისმგებლო.

„მე ნამდვილად არ ვაპირებ აყოლას და იგივე ტონალობაში პასუხს, თუმცა ძალიან ბევრი შემეძლო მესაუბრა ხელისუფლების უსაქმურობაზე და უპასუხისმგებლობაზე.“- აღნიშნა ბაქრაძემ.

ბაქრაძის განცხადებით ოპოზიცია მზადაა მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში მოისმინოს კრიზისიდან გამოსვლის ხელისუფლების გეგმა და წარუდგინოს საკუთარი გეგმა.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42