ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ
პოლიტიკა - 16:33, 11 Mar, 2015     1185
ისრაელის და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, - ინვესტორებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

ისრაელის და ჩინეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში 1-მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იგეგმება. ინვესტორები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, IT ტექნოლოგიების სფეროში ინვესტირების მიზნით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გარდაბნის თბოელექტროსადგურის გასხვისებას. ამ თემაზე მოლაპარაკებები Pegasus Eastwest-თან დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus Eastwest-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი, კომპანია CEFC-ის თავმჯდომარე იუ ჟიანმინგი, კომპანია CEFE-ს პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, კომპანია Synohydro-ს ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ლიუშანი, LR Group-ის პრეზიდენტი რობი ბენ იამი და სხვა მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.




ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42