„ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ავლენს პანიკის ნიშნებს. კანცელარიაში ყოველდღიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულებთან, გამგებლებთან, მერებთან. მიმდინარეობს მზადება იმისთვის რომ 21 მარტს რეგიონებიდან მოსახლეობა არ ჩამოვიდეს. ამისთვის სახელმწიფო ადმინისტრაცია მიმართავს ტყუილებს, რადგან სოფლის რწმუნებულები დადიან სოფლებში და მოსახლეობას არწმუნებენ რომ აამუშავებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს როგორიც არის მიწების მოხვნის პროგრამა და სოფლის მეურნეობის სხვა პროექტების განხორციელება. კიდევ ერთხელ უნდა ვამხილოთ მთავრობა მორიგ ტყუილში და მოვუწოდოთ სოფლის მოსახლეობას რომ რწმუნებულების ტყუილები არ დაიჯერონ რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სათანადო მუხლებში ამ პროექტებისთვის დაფინანსება გამოყოფილი არ არის. ასე მაგალითად, კანონის შესაბამისდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების თანადაფინანსებისთვის არ არის თანხები გათვალისწინებული, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებისთვის შესაბამის გრაფაში წერია 0, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის სამუშაოებისთვის ასევე 0 წერია. ამიტომ მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებგ შეწყვიტოს ტყუილების კამპანია, შეწყვიტოს მოსახელობის ტყუილი დაპირებებით გამოკვებას და დაანებოს თავი 21 მარტთან დაკავშირები მოსახლეობის დაშინებას და სხვადასხვა ღონისძიებების წარმოებას რომ მოსახლეობამ 21 მარტს აქციაზე ჩამოსვლა ვერ შეძლოს. პირიქით, მოვუწოდებთ რომ რწმუნებულები და მერე ჩართულნი იყვენ იმ პროექტების განხორციელებაში რომელიც დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტით და მოსახლეობის მოტყუებას თავი დაანებონ,“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






