რიგგარეშე სხდომისთვის საკითხი ისეა ფორმულირებული, რომ მას პარლამენტი ვერ განიხილავს- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 15:59, 11 Mar, 2015     998
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხი არასწორად არის ფორმულირებული. უსუფაშვილის შეფასებით ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მხოლოდ საგანგაშო რეჟიმის და ხმაურის შესაქმნელად მოხდა.

"პარლამენტის 42-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" პრეზიდენტს მიმართა, რომ მოეწვია რიგგარეშე სხდომა, სადაც "განხილულ იქნება საკითხი, რომელიც შეეხება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებს და საშუალებებს, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი გზების მოძიებას და ქვეყნის ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის სტაბილურობისკენ მიმართულ ღონისძიებებს". რიგგარეშე სხდომა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სხდომისგან, გარდა იმისა, რომ რიგგარეშე სხდომას აქვს ფიქსირებული დღის წესრიგი. ფიქსირებულ დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი საკითხი, რომლის განხილვა შესაძლებელია. მე მეკითხებიან პარლამენტის წევრები, რა უნდა განვიხილოთ, კანონპროექტი? კანონპროექტი არ არის ინიცირებული. დადგენილების პროექტი? დადგენილების პროექტი არ არის ინიცირებული, არ არის შემოსული პარლამენტში. პარლამენტში შემოსულია საკითხი. საკითხების განხილვას აქვს თავისი რეჟიმი. პოლიტიკური დებატები ჩავატაროთ? პოლიტიკური დებატები არ არის მოთხოვნილი დღის წესრიგში. მთავრობის ანგარიში მოვისმინოთ? ესეც გათვალისწინებულია რეგლამენტში, მაგრამ დღის წესრიგში უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი მოთხოვნა. საკითხი ისეა ფორმულირებული, რომ მას ვერ განიხილავს პარლამენტი ვერანაირ რეჟიმში რასაც კი იცნობს ჩვენი მოქმედი რეგლამენტი", - არნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

უსუფაშვილის განცხადებით პრეზიდენტი შეეცადა უფრო დაეკონკრეტებინა და გაეკეთილშობილებინა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკითხი და განსახილველად მხოლოდ ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები წარმოადგინა. თუმცა უსუფაშვილის თქმით სამსჯელო თემაა ისიც, აქვს თუ არა პრეზიდენტს ამ ცვლილებების განხორციელების უფლება:

"აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება შეიტანოს თუ არა ცვლილება მოთხოვნილ დღის წესრიგში, ეს ცალკე სამსჯელო თემაა. ამ შემთხვევაშიც, ყველა პრობლემა რჩება უცვლელი. ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები რა რეჟიმში განვიხილოთ, როგორ რეჟიმში განვიხილოთ, ეს არის სრულიად უცნობი. რასთან გვაქვს საქმე? ჩვენი ოპონენტების არაკომპეტენტურობაზე? "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება ბევრი რამე დაწამო, მაგრამ ის რომ საპარლამენტო მუშაობის წესები და პრაქტიკა არ იციან, არა. ამოცანაა მხოლოდ ხმაური. მხოლოდ საგანგაშო რეჟიმის შექმნა. სხვა შემთხვევაში, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ ხდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა. ეს იცის პრეზიდენტმაც. როდესაც მოთხოვნილია რიგგარეშე სხდომა, მითითებულია კონკრეტული მუხლები, კანონები, რომელი მოსმენით განიხილება და ა.შ "- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42