თბილისის მერისთვის უცნობია, თუ რატომ დატოვა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ საკონკურსო-საატესტატო კომისია.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდება.
"კომისიას ჰქონდა კონკრეტული შეფასების კრიტერიუმები, შესაბამისად, კომისიის წევრები ინდივიდუალურად ახდენდნენ შეფასებებს. შემდგომ ხდებოდა მათი შეჯამება და საშუალო მაჩვენებლის გამოყვანა. წინასწარ ვინმესთვის რაიმეს მორგება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია არსამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ დატოვა.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი განმარტავს, მიზეზი გამოვლენილი პრობლემებია, რამაც მისი თქმით ეჭვქვეშ დააყენა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






